მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

ირანში სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სარაკეტო იერიშები განხორციელდა

ნახვები: 455 ირანში სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სარაკეტო იერიშები განხორციელდა

ირანში, სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სარაკეტო იერიშები განხორციელდა. შედეგად, გავრცელებული ცნობით, განადგურდა ისპაანში მდებარე დრონებისა და საბრძოლო მასალების მწარმოებელი სამხედრო ქარხანა. ძლიერი ხანძარი გაჩნდა ქალაქ შაჰიდ-სალიმში მდებარე ძრავის ზეთების მწარმოებელ ქარხანაში.

აფეთქება იყო ქალაქ დიზფულის ავიაბაზაზეც, ასევე აფეთქებისა და ხანძრის შესახებ ვრცელდება ცნობები ქალაქებიდან – ჰამადანიდან და რეშტიდან.

აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქ თეირანშიც. თვითმხილველთა განცხადებით, თავდასხმები განხორციელდა სამთავრობო შენობებზე, რის შედეგადაც ჰაერში ირანული თვითმფრინავები აფრინდნენ.

ამ დროისთვის მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა