მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

შალვა ხაჭაპურიძე: მოხდეს სასჯელისგან გათავისუფლება ან გადავადება, რათა მიეცეს საშუალება, ჩაიტაროს მკურნალობა

ნახვები: 481 შალვა ხაჭაპურიძე: მოხდეს სასჯელისგან გათავისუფლება ან გადავადება, რათა მიეცეს საშუალება, ჩაიტაროს მკურნალობა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, გუშინ კლინიკა „ვივამედის“ ექიმმა განაცხადა, რომ სააკაშვილი მძიმე პაციენტია და კიდევ უფრო დამძიმდება, თუ საკვებს არ მიიღებს, თუმცა მეორე ნაწილში არ დაამატა საკვებს, რატომ ვერ იღებს.

მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლება ან სასჯელის გადავადება უნდა მოხდეს, რათა მას საშუალება მიეცეს მკურნალობა ჩაიტაროს.

„გუშინ კლინიკა „ვივამედის“ ექიმმა განაცხადა, რომ სააკაშვილი მძიმეა და კიდევ უფრო დამძიმდება, თუ არ მიიღებს საკვებსო, თუმცა მეორე ნაწილში აღარ დაამატა, რატომ ვერ იღებს საკვებს. მან თქვა, რომ არ იღებს. არა ბატონებო, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით და იმ საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტების მიხედვით, ვინც უკვე დაიკითხნენ სასამართლოზე განმარტებულია მიზეზები, რატომ ვერ იღებს მიხეილ სააკაშვილი საკვებს, რატომ არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე და მათ ცალსახად აღნიშნეს, რომ თუ სააკაშვილს არ გაეწევა მაღალპროფილურ კვალიფიციურ კლინიკაში საზღვარგარეთ მკურნალობა, მაშინ სიკვდილი გარდაუვალი იქნება. ამის გაგება არ უნდათ, ათი თვე გახდება, რაც საავადმყოფოში იმყოფება, დედამიწის ზურგზე სად გაგვიგია სასჯელის ამ ტიპით მოხდა ან საქართველოში თუ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი. ჩვენ ვრჩებით აზრზე, რომ მოხდეს სასჯელისგან გათავისუფლება ან სასჯელის გადავადება, რათა მას მიეცეს საშუალება ჩაიტაროს მკურნალობა“, - განაცხადა ადვოკატმა.

 

მან ისაუბრა სასამართლო პროცესებზეც, ადვოკატის განმარტებით, 30 იანვარს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებას, ან სასჯელისგან გათავისუფლებას ეხება, ცენტრი „ემპათიის“ ექსპერტები გამოიკითხებიან.

„მოგეხსენებათ შუამდგომლობაზე, დასკვნის დასკვნა წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარემ, ამ შუამდგომლობაზე გავცემთ პასუხს, ჩვენ პოზიციებს დავაფიქსირებთ ეს ერთი და მეორე, დაიკითხებიან ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტები, ხვალისთვის დაახლოებით 5 ადამიანი უნდა დაიკითხოს“,-აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა