ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ერთხელ საუბრისას მითხრა რომ გარდავიცვლები იმავე დღეს მიმაბარეთ მიწასო - რას წერს მსახიობი ენდი ძიძავა მამა იოსებზე

ნახვები: 953 ერთხელ საუბრისას მითხრა რომ გარდავიცვლები იმავე დღეს მიმაბარეთ მიწასო - რას წერს მსახიობი ენდი ძიძავა მამა იოსებზე

"ერთხელ საუბრისას მითხრა: იცოდეთ, რომ გარდავიცვლები იმავე დღეს მიმაბარეთ მიწასო...", -წერს მსახიობი ენდი ძიძავა. 

სოციალურ ქსელში, მამა იოსების გარდაცვლებას ბევრი ადამინაი გამოეხმაურა, ირინა მურუსიძე წერს: 

"დაობლდა გელათის და თეკლათის მონასტრები, ასე რომ გიყვარდა მამაო, დაობლდა შენი მრევლი, ასე რომ ზრუნავდი!"

"ჩვენი მამა იოსები ბუმბულივით მსუბუქი, კაფანდარა, ჰაეროვანი, ვითარცა უხორცო!...

ჩვენი მამა იოსები მიწაზე მოარული სიწმინდე, სიყვარული, სიკეთე და სათნოება!...
ჩვენი მამა იოსები დიდი მლოცველი, დიდი ადამიანი, დიდი მოძღვარი...დიდი მოღვაწე!
ჩვენი მამა იოსები ხან როგორც სალოსი, ხან დაყუდებული, ხან მდუმარე და ხანაც მეუდაბნოე...
ჩვენი მამა იოსები იობის დარი უფლის მოყვარე...მოყვასისათვის თავგანწირული, რომელიც წერტილი აღმოჩნდა მისი სააქაო ცხოვრებისა...
ჩვენი მამა იოსები ჩვენუამრავცოდვააკიდებული ხურჯინით უფლისათვის ჩვენი სულების მეოხად გაფრენილი...არასოდეს რომ არ უცხოვრია საკუთარი თავისათვის, ალბათ არც ულოცია...აბა სად ჰქონდა საკუთარი ლოცვისათვის მოცლა, როცა ამდენი გაჭირვებული, ქვრივ-ობოლი, ღარიბ-ღატაკი , გზააბნეული ტრიალებდა მის ირგვლივ და უფლის შეწევნას ელოდა მისი ლოცვების მოიმედე...
ჩვენი მამა იოსები გაფრინდა...გაფრინდა იქ, სადაც მისი ღვაწლითმოპოვებული ნათელი, დაუღამებელი ადგილი, მარადიული სიცოცხლე და ნეტარება ელოდება!...
დაობლდა გელათის და თეკლათის მონასტრები, ასე რომ გიყვარდა მამაო, დაობლდა შენი მრევლი, ასე რომ ზრუნავდი!.. დაკარგა ქუთაისმა შვილი საამაყო... საქართველოს დედა ეკლესიას გამოეცალა ღვთივსათნო ბერი...
ილოცე, მამაო ჩვენი სულებისთვის, ჩვენი ქალაქისთვის, სრულიად საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის...ახლა უფრო მეტად მაქვს თქვენი იმედი...ჩემო მოყვასის სიყვარულით დაუღალავო, უღალატო და ერთგულო მოძღვარო...
შეგვინდე შენი უღირსი შვილობა, შეგვინდე ჩვენი მცირემორწმუნეობა, შეგვინდე რომ არ გვეყო ძალა შენი გადარჩენისათვის ..შეგვინდე, რომ მდოგვისმარცვლისოდენა რწმენაც კი არა გვქონია ...შეგვინდე ასეთი ქრისტიანობა, სულგრძელო და მოწყალეო ჩემო მამა იოსებო!..", -წერს მურუსიძე

 

კელიაში ხანძრის შედეგად დაშავებული გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა

რა მოხდა გელათში, მეუფე იოანე გელათის მონასტერში გაჩენილი ხანძრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

გელათის მონასტრის არქმიანდრიტის მიმართვა

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა