სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა – გიორგი პატარიძემ თანამდებობა პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ დატოვა
Sybiha reacts ironically to idea of nominating Orbán for UN Secretary-General
Zelensky: Hegseth’s approval for Patriot missiles has been pending for nearly a month
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა ტერორმა ყველგან და ყველაფერში უნდა წააგოს

ნახვები: 497 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა ტერორმა ყველგან და ყველაფერში უნდა წააგოს

რუსულმა ტერორმა ყველგან და ყველაფერში უნდა წააგოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უნდა „დავამტკიცოთ, რომ თავისუფლება უფრო ძლიერია“.

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა დღეს გამართული შეხვედრების შესახებ.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დანიის დელეგაციასთან უკრაინის თავდაცვის საჭიროებებზე ისაუბრეს.

მან ასევე ისაუბრა სამუშაო ვიზიტზე მიკოლაივიში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არის ქალაქი, რომლის რეკონსტრუქციასაც დანიამ პატრონაჟი გაუწია.

„მაგრამ ბევრად მეტი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ აღდგეს და მოდერნიზდეს ის, რაც ჩვენი ხალხის ცხოვრების საფუძველია.

დღეს მიკოლაივში ვესტუმრეთ საავადმყოფოს, სადაც ჩვენ მეომრებს დაჭრის შემდეგ გადაარჩენენ. მადლობა გადავუხადეთ ექიმებს და ექთნებს. ჩვენ მხარს ვუჭერდით ჩვენს დამცველებს.

ეს საავადმყოფო მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია, რომლის მოდერნიზაცია და რეკონსტრუქცია კრიტიკულია.

და მე მინდა მადლობა გადავუხადო დანიას, პირადად ქალბატონ პრემიერ-მინისტრს და დანიის მთავრობის სხვა წარმომადგენლებს მათი მზადყოფნისთვის, დაეხმარონ უკრაინას“,- აღნიშნა მან.

ზელენსკის თქმით, სწორედ ეს არის პარტნიორებთან მათი თანამშრომლობის ფუნდამენტური მნიშვნელობა.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღეს ოდესაში დეტალურად ისაუბრეს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ინიციატივების შესახებ.

„დანიამ, კერძოდ, მხარი დაუჭირა ჩვენს შავი ზღვის საექსპორტო ინიციატივას და შეუერთდა პროგრამას - მარცვლეული უკრაინიდან.

ის ფაქტი, რომ ჩვენ მივაღწიეთ არსებით პროგრესს სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ადასტურებს, რომ შეგვიძლია პროგრესის მიღწევა ჩვენი მშვიდობის ფორმულის სხვა პუნქტებშიც. დღეს ჩვენ განვიხილეთ, თუ რა შეიძლება იყოს დანიის მონაწილეობა მშვიდობის ფორმულის პუნქტების განხორციელებაში.

რა თქმა უნდა, მადლობა გადავუხადე დანიას თავდაცვითი მხარდაჭერისთვის, ჩვენი არტილერიის მნიშვნელოვნად გაძლიერებისთვის, სატანკო კოალიციაში გაწევრიანების სურვილისთვის.

დღეს განვიხილეთ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკრაინელი მეომრების გასაძლიერებლად“,- აღნიშნა მან.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ასევე კოორდინაციას უწევს უკრაინა ქმედებებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაძლიერებლად.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა