ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია, ჯანმრთელობას იუარესებს შეგნებულად და ასეთ დროს ხელისუფლების დადანაშაულება აბსურდული

ნახვები: 469 მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია, ჯანმრთელობას იუარესებს შეგნებულად და ასეთ დროს ხელისუფლების დადანაშაულება აბსურდული

ფაქტია, არავითარ წამებას ადგილი არ აქვს, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია თვითდაზიანებით და მან უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა, რაც ასეთ ქცევას მოსდევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ხელისუფლების ბევრი ოპონენტია, ვინც მოწადინებულია, შექმნან რაღაც დრამატული და ისტერიული ფონი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

„სამწუხაროდ, აქტიურია მოწოდებები თვითდაზიანების გაღრმავების მიმართულებით. ეს ცეცხლთან თამაშია, ეს არ არის კეთილსინდისიერი და ზნეობრივი მათი მხრიდან. ყველასთვის ნათელია, რომ სააკაშვილი საუბრობს გარკვეულ პირობებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმშია, ჯანმრთელობას იუარესებს შეგნებულად და ასეთ დროს ხელისუფლების დადანაშაულება აბსურდულია. ამიტომ არავითარ პასუხისმგებლობაზე საუბარი არ არის მართებული და იუსტიციის მინისტრმა ამას გასცა პასუხი. რაც შეეხება ევროპარლამენტს, თქვენ ხედავთ, რა არის ფაქტობრივი მოცემულობა. არ ვიცი, ვინ როგორ და რაზე დაყრდნობით, იგივე ევროპელი პოლიტიკოსები როგორ აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ წამებას აქვს ადგილი. არ ვიცი, ვისგან მიწოდებულ ინფორმაციას ფლობენ და რაზე დაყრდნობით აკეთებენ დასკვნებს. ვშიშობ, შეიძლება ადგილი ჰქონდეს არასწორ ინფორმირებას, შეიძლება ადგილი ჰქონდეს მიკერძოებულ დასკვნებს. ფაქტია, არავითარ წამებას ადგილი არ აქვს, ეს ადამიანი დაკავებულია თვითდაზიანებით და მან უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა, რაც ასეთ ქცევას მოსდევს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა