მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ნაჩო სანჩეს ამორი - ევროპარლამენტში სააკაშვილს ყველამ მისცა რეკომენდაცია, არ შესულიყო ქვეყანაში არალეგალურად

ნახვები: 358 ნაჩო სანჩეს ამორი - ევროპარლამენტში სააკაშვილს ყველამ მისცა რეკომენდაცია, არ შესულიყო ქვეყანაში არალეგალურად

უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილს ყველამ მისცა რეკომენდაცია, არ შესულიყო ქვეყანაში არალეგალურად, ეს გადაწყვიტა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რამაც შექმნა ვითარება, რომლის მოგვარებასაც ახლა ვცდილობთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, სააკაშვილის ქვეყნის საზღვრებს გარეთ მკურნალობა მნიშვნელოვანია და ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში უფრო ნორმალიზებული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას.

„ევროპარლამენტის წევრები ხედავენ, რომ პოლარიზაცია საქართველოს უზარმაზარი პრობლემაა. საქართველოში ეს აშკარად აისახება სააკაშვილის მდგომარეობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს განზრახ პროვოცირებული იყო. ამ პარლამენტში ყველამ მისცა რეკომენდაცია სააკაშვილს, რომ არ შესულიყო ქვეყანაში არალეგალურად, ბატონმა სააკაშვილმა ეს გადაწყვიტა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რამაც შექმნა სიტუაცია, რომლის მოგვარებასაც ახლა ვცდილობთ. თუმცა, ჩემი ჯგუფი იმეორებს იმ პოზიციას, რომელიც წარსულში გამოვთქვით, გვსურს, ვიხილოთ სასჯელის აღსრულების შეჩერება, რათა სააკაშვილს, ჰუმანიტარული მიზეზების გამო, ქვეყნის ფარგლებს გარეთ უმკურნალონ. ეს იმიტომაც არის საჭირო, რომ, ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს უფრო ნორმალიზებული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას პოლარიზაციის დაბალი დონით და მეტი პოლიტიკური ენერგიით, რომელიც ორიენტირებული იქნება ევროკავშირზე“, – განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა