ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

იაგო ხვიჩია - კარგი იქნება, თუ სააკაშვილი დაფიქრდება, თავად რომ აწამებდა ადამიანებს, უნდა ჩაითვალოს თუ არა წამებად

ნახვები: 472 იაგო ხვიჩია - კარგი იქნება, თუ სააკაშვილი დაფიქრდება, თავად რომ აწამებდა ადამიანებს, უნდა ჩაითვალოს თუ არა წამებად

არ მგონია, მიხეილ სააკაშვილს აწამებენ, მაგრამ ციხე თავისი შინაარსით მიახლოებულია წამებასთან. კარგი იქნება, თუ ამაზე მიხეილ სააკაშვილი დაფიქრდება – თავად რომ იმავეს აკეთებდა და ასე აწამებდა ადამიანებს, უნდა ჩაითვალოს თუ არა წამებად. არ მჯერა, რომ სააკაშვილს ციხეში ჯდომის მიღმა აწამებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინდელ განცხადებას, სადაც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს კლავს.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, მთელმა სამყარომ ზელენსკისგან იცის, რომ სააკაშვილი ცუდ პირობებშია და „ქართულ ოცნებას“ საინფორმაციო ომი წაგებული აქვს.

„ერთია, მე რისი მჯერა, მაგრამ მეორეა, როცა ზელენსკი ასე საუბრობს, მსოფლიოში ვინ დაუჯერებს „ქოცებს“ და ვინ – ზელენსკის. აქედან გამომდინარე, „ქართულ ოცნებას“ წაგებული აქვს საინფორმაციო ომი სააკაშვილთან და მგონია, რომ, რაღაც თვალსაზრისით, მათ მოუწევთ სააკაშვილის გათავისუფლება. „ქართული ოცნების“ გაუაზრებელი ქმედებები, სადაც აიჩემა, რომ სააკაშვილზე არცერთ ვარიანტში არ ლაპარაკობს, კრიზისში შევიდა, რადგან სააკაშვილმა საკუთარი სიცოცხლის გარისკვა დაიწყო. სიცოცხლის გარისკვა ისეთი თემაა, რომელიც ყურადღებას იპყრობს ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ. როცა საკუთარი თავის ასეთი გამეტებაა და ამას ყრუდ პასუხობს „ქართული ოცნება“, რომ თუ უნდა თავი მოიკლას და მთელი მსოფლიო ამის საწინააღმდეგოს გეუბნება, მნიშვნელობა არ აქვს, ქვეყნის შიგნით რა პროპაგანდას აწარმოებ. საერთაშორისო მასშტაბით ეს ამბავი წაგებული გაქვს და მთელმა სამყარომ ზელენსკისგან იცის, რომ სააკაშვილი ცუდ პირობებშია და საქართველოს არც თუ დასავლური ხელისუფლება მას სათანადოდ არ ექცევა. ეს განცდა ჩნდება, გინდა არ გინდა, ასე არის. „ქართული ოცნება“ ამ თემას რაც უფრო წაუყრუებს, ეს პრობლემა მით უფრო მკვეთრად დადგება. ალბათ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ ადამიანების დიდი ნაწილისთვის გასაგები გახდა, რომ სააკაშვილი საცოდავ მდგომარეობაშია და ყველაფერს აკეთებს, რათა საპატიმროდან გამოვიდეს, ამისთვის ქართველობაზეც კი უარს აცხადებს. სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ციხეში ყოფნა და არაფრის გაზიარება, ჩემი აზრით, ცოტა ხანში ადამიანების გულისწყრომასაც გამოიწვეს, რადგან საქართველოს პრეზიდენტის ასეთ საცოდავ მდგომარეობაში ნახვა არავის მოეწონება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა