ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

დავით არახამია - უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმის ყოფილ თანამდებობის პირებს შესაძლოა ქონება ჩამოართვან

ნახვები: 472 დავით არახამია - უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმის ყოფილ თანამდებობის პირებს შესაძლოა ქონება ჩამოართვან

უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავიდ არახამიამ განაცხადა, რომ იანუკოვიჩის რეჟიმის რამდენიმე ყოფილი თანამდებობის პირს ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა.

არახამიამ შესაბამისი განცხადება Telegram-ზე გააკეთა.

„შემდეგი ნაბიჯი იქნება მათთვის სანქციების დაწესება, მათი მთელი ქონების, კორპორატიული უფლებებისა და სხვა აქტივების გაყინვა და ჩამორთმევა სახელმწიფოს სასიკეთოდ“, - აღნიშნა არახამიამ.

4 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა დოკუმენტებს იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდათ. როგორც მედია წერს საუბარია ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმის რამდენიმე ყოფილი მინისტრსა და ჩინოვნიკზე, კერძოდ: ანდრეი კლიუევი, დმიტრო ტაბაჩნიკი, ალექსანდრე კლიმენკო, ვიტალი ზახარჩენკო, ალექსანდრე იაკიმენკო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა