მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

AP: ისაელის ყოფილი პრემიერი - ვლადიმერ პუტინმა დამარწმუნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის არ მოკლავდა

ნახვები: 480 AP: ისაელის ყოფილი პრემიერი - ვლადიმერ პუტინმა დამარწმუნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის არ მოკლავდა

ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას პირობა მისცა, რომ არ მოკლავდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი წერს.

ხუთსაათიან ინტერვიუში, რომელიც ბევრ სხვა საკითხს შეეხო, ბენეტმა აღნიშნა, რომ მან ჰკითხა პუტინს იმის შესახებ, აპირებდა თუ არა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლას.

”მე ვკითხე: გეგმავთ ზელენსკის მოკვლას?“ მან თქვა: „მე არ მოვკლავ ზელენსკის.“ მე ვუთხარი მას „ეს უნდა გავიგო, რომ შენ მაძლევ სიტყვას, რომ არ მოკლავ ზელენსკის“. მან თქვა: „მე არ ვაპირებ ზელენსკის მოკვლას”,- განაცხადა ბენეტმა.

ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, შემდეგ დაურეკა ზელენსკის, რათა შეეტყობინებინა პუტინის დაპირება.

"მისმინე, მე გამოვედი შეხვედრიდან, ის არ აპირებს შენს მოკვლას." ის მეკითხება, "დარწმუნებული ხარ?" მე ვუთხარი "100% ის არ მოგკლავს", - ამბობს ბენეტი.

შეგახსენებთ, ნაფტალი ბენეტი ლიდერებს შორის ერთ-ერთი იყო, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის დასაწყისში, მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მედია აღნიშნავს, რომ ბენეტის სამშვიდობო მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა