მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

მამუკა ხაზარაძე - „ქართული ოცნების“ განცხადება უპასუხისმგებლოა, ოპოზიციურ პარტნიორებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ნაბიჯებს გადავდგამთ, არ გამოვრიცხავ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტსაც

ნახვები: 428 მამუკა ხაზარაძე - „ქართული ოცნების“ განცხადება უპასუხისმგებლოა, ოპოზიციურ პარტნიორებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ნაბიჯებს გადავდგამთ, არ გამოვრიცხავ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტსაც

„ქართული ოცნების" დღევანდელი განცხადება არის უპასუხისმგებლო განცხადება იმ ძალისა, რომელიც ცალმხრივად ტოვებს შარლ მიშელის დოკუმენტს. ეს არის დესტაბილიზაციის მცდელობა, რადიკალიზმისკენ მიმართვა ჩვენი საზოაგადოების, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის„ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელო" გააკეთებს ყველაფერს, რათა რადიკალიზაციას გასაქანი არ მისცეს. მამუკა ხაზარაძემ ყველა ოპოზიციურ ძალას მოუწოდა, საკითხთან დაკავშირებით სასწრაფოდ გამართონ კონსულტაციები.

როგორც მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამენ. ხაზარაძის თქმით, არც ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს გამორიცხავს.

„აქვე, მინდა, გითხრათ, რომ „ლელო" გააკეთებს ყველაფერს, რათა რადიკალიზაციას არ მისცეს გასაქანი ამ ქვეყანაში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ „ქართულმა ოცნებამ" ძალიან კარგად იცის მისი რეიტინგი და იმიტომ გამოვიდა ამ ხელშეკრულებით, იციან, რომ ისინი 43 პროცენტს ვერ დააგროვებდნენ.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საზოგადოებას, პირველ რიგში, ჩვენს ოპოზიციურ პარტნიორებს, ყველა ოპოზიციურ ძალას, სასწრაფოდ დავუთმოთ კონსულტაციები. ჩვენ უკვე ხაზზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ამ ყოვლად უპასუხისმგებლო დესტრუქციულ განცხადებას, რომელიც დღეს „ქართულმა ოცნებამ" გააკეთა, არ მივცემთ საშუალებას, რომ გატარდეს ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ, ჩვენ ოპოზიციურ პარტნიორებთან ერთად ძალიან წყნარად, მშვიდ ვითარებაში მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ. ეს ნაბიჯები იქნება მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილიზაცია და თუ საჭირო იქნება, არ გამოვრიცხავ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტსაც", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა