მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

შრომითი მიგრაციის რეგულირების მიზნით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა

ნახვები: 621 შრომითი მიგრაციის რეგულირების მიზნით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა

შრომითი მიგრაციის რეგულირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა. კანონპროექტის ინიცირება ხვალ, 6 თებერვალს ბიუროს სხდომაზე მოხდება.

ცვლილებების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა უფლებამოსილი იქნება, საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით: შეზღუდოს უცხოური სამუშაო ძალის მოზიდვა იმ პროფესიით ან სპეციალობით შრომითი მოწყობის მიზნით, რომელიც არ მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომელშიც საქართველოს შრომის ბაზარზე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება აჭარბებს (ან გადააჭარბებს) მასზე მიმდინარე (ან პერსპექტიულ) მოთხოვნას; ასევე მთავრობას უფლება ექნება, წაახალისოს უცხოური სამუშაო ძალის მოზიდვა ისეთი პროფესიით ან სპეციალობით შრომითი მოწყობის მიზნით, რომელიც მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომელშიც საქართველოს შრომის ბაზარზე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება ვერ აკმაყოფილებს (ან ვერ დააკმაყოფილებს) მასზე მიმდინარე (ან პერსპექტიულ) მოთხოვნას.

კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს შრომითი მიგრაციის წესების დარღვევისთვის. კერძოდ, პროექტით განისაზღვრება, რომ საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა ან სერტიფიკატის გარეშე განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას – 3 000 ლარის ოდენობით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას – 3 500 ლარის ოდენობით.

ამასთან, თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება მესამედ, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას – 4 000 ლარით, ხოლო მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ჯარიმის სამმაგი ოდენობით (იგულისხმება 4 000 ლარის სამმაგი ოდენობა).

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით კონკრეტდება, რომ საშუამავლო კომპანიის მიერ ჯანდაცვის სამინისტროსთვის ანგარიშის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას – 1 000 ლარის ოდენობით.

თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედების მესამედ ჩადენა გამოიწვევს ჯარიმის სამმაგი ოდენობით (იგულისხმება 1 500 ლარის სამმაგი ოდენობა).

კანონპროექტით ჯარიმაა გათვალისწინებული ისეთი შემთხვევისთვის, თუ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის განუხორციელებლობისთვის. ამ ქმედებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 1 000 ლარიდან 2 000 ლარით.

ამასთან, ჯარიმაა განსაზღვრული შრომის ინსპექციის საქმიანობისათვის ხელის შეშლისთვის. კერძოდ, ამ კანონდარღვევისთვის სხვადასხვა შემოსავლის მქონე ფიზიკური პირისთვის სხვადასხვა რაოდენობის ჯარიმა წესდება, რომელიც 1 000 ლარიდან 7 000 ლარამდეა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა