მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

სათამაშოების მწარმოებელმა ცნობილმა კომპანიამ ხვიჩა კვარაცხელიას ფიგურა დაამზადა

ნახვები: 499 სათამაშოების მწარმოებელმა ცნობილმა კომპანიამ ხვიჩა კვარაცხელიას ფიგურა დაამზადა

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ გულშემატკივრების სიყვარული სწრაფად მოიპოვა, ხოლო ბიზნესმა ქართველი ფეხბურთელის პოპულარობა შემოსავლის ახალ წყაროდ აქცია – იტალიური გამოცემა areanapoli-ის ცნობით, სათამაშოების მწარმოებელმა ცნობილმა კომპანია „ლეგომ“ ქართველის ფიგურა დაამზადა.

„კვარაცხელია სერია A-ს მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მოულოდნელი აღმოჩენაა, რომელიც მალევე ჩამოყალიბდა, როგორც მაღალი კლასის სიმბოლო. მან „ნაპოლის“ ფანებს მალე შეაყვარა თავი.

ტექნიკური უნარებისა და განსაკუთრებული ადამიანური თვისებების მქონე ფეხბურთელი, უპირველეს ყოვლისა, კარგი ბიჭია, რომელიც პარტნიორებისა და ოჯახის ერთგულია. თანაგუნდელებმა გუნდში მისვლისთანავე დააფასეს უბრალოებისთვის.

ნეაპოლში მალევე დაამზადეს მისი მაისურები, დროშები, შარფები და სხვა წვრილმანები. სათამაშოების ცნობილმა კომპანია „ლეგომ“ კი ხვიჩას ფიგურა გამოუშვა, რომელმაც მალევე მიიპყრო ბავშვებისა და მოზარდების უდიდესი ყურადღება“, – წერს areanapoli.

დანიური კომპანია „ლეგო“ სათამაშო კონსტრუქტორებს აწარმოებს, რომელშიც შედის სხვადასხვა ფიგურები, ასევე მანქანების, თვითმფრინავების, გემების, შენობებისა და რობოტების მოდელები.

აწყობილი ფიგურა ადვილად იშლება და თავისუფლად არის შესაძლებელი ერთი და იმავე დეტალების გამოყენებით სხვადასხვა ფიგურების აწყობა. ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს „ლეგოს“ გიგანტური პარკი, რომელშიც ქალაქების მინიატურული ვერსიებია წარმოდგენილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა