მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

თამარ კორძაია - „ქართულმა ოცნებამ“ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარმოადგინა ადამიანი, რომელიც ნამდვილად ვერ იმსახურებს ვერავის ნდობას არსებულ პოლიტიკურ რეალობაში

ნახვები: 434 თამარ კორძაია - „ქართულმა ოცნებამ“ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარმოადგინა ადამიანი, რომელიც ნამდვილად ვერ იმსახურებს ვერავის ნდობას არსებულ პოლიტიკურ რეალობაში

ახლა ჩვენს ქვეყანაში ცესკო-ს ნებისმიერი თავმჯდომარე იქნება უსუსური და უუნარო, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

„ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა ადამიანი, რომელიც ნამდვილად ვერ იმსახურებს ვერავის ნდობას არსებულ პოლიტიკურ რეალობაში. ახლა ჩვენს ქვეყანაში ცესკო-ს ნებისმიერი თავმჯდომარე იქნება უსუსური და უუნარო. ამიტომ, ჩვენ ხმა არ მივეცით კანდიდატებს, მაგრამ „ქართული ოცნება" იმას იზამს, რაც უნდა, დაარღვევს შეთანხმებას, რომლის ანულირებაც უკვე მოახდინა", - განაცხადა კორძაიამ.

საქართველოს პარლამენტში დღეს რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების კენჭისყრა მოხდება. კანდიდატებს უკვე მეოთხედ ეყრებათ კენჭი და ამ შემთხვევაში, მათ დასამტკიცებლად პარლამენტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობის, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა