ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

შალვა პაპუაშვილი - შეუძლებელია, ქართველი ხალხი მათ გვერდით დადგეს, ვინც ითხოვს, რომ დამნაშავე გათავისუფლდეს

ნახვები: 470 შალვა პაპუაშვილი - შეუძლებელია, ქართველი ხალხი მათ გვერდით დადგეს, ვინც ითხოვს, რომ დამნაშავე გათავისუფლდეს

რასაც ვხედავთ ბოლო ორი თვის განმავლობაში, ეს არის ტალღა, ვიცით, ეს ტალღა რა ღირს, მილიონ დოლარზე მეტია დახარჯული იმაზე, რომ ზეწოლა მოახდინონ ხან ქართულ მართლმსაჯულებაზე, ხან პრეზიდენტზე, ხან მთავრობაზე, ხან მინისტრებზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი არსია, რომ სააკაშვილს პასუხისმგებლობა ააცილონ.

„არის ჩვეულებრივი მცდელობა, რომ მართლმსაჯულებაში ჩაერიონ. თავისთავად, მართლმსაჯულებამ და ყველამ ამ ზეწოლას უნდა გავუძლოთ, თუ გვინდა, რომ ჩვენ ვიყოთ სამართლებრივი სახელმწიფო და ჩვენთან იყოს კანონის უზენაესობა. სწორედ ეს არის გამოცდა ქართული სახელმწიფოსი, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოსი, რომ ამ ზეწოლას გავუძლოთ. ვხედავთ, რომ ამას შედეგი არ აქვს და ამ დახარჯული ფულით ერთადერთი რაც შეძლეს, ეს არის, რომ ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ დაკვეთილი სტატიები კეთდება და სხვადასხვა ლოკაციაზე 20 ადამიანი იკრიბება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „მნიშვნელოვანია, ამ პარტიას ყველა გაემიჯნოს, რომელიც არის „ევროპის სახალხო პარტიის“ ოჯახის წევრი და ბოლომდე დაკავებულია ადამიანების დაშინებით“.

„ადამიანებს ოჯახებში უვარდებიან. ვწუხვარ, რომ დღემდე „ევროპის სახალხო პარტია“ „ნაციონალური მოძრაობის“ არადემოკრატიულ ქცევას არ გამოეხმაურა. ეს იგივე ქცევაა, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა, ახლაც იმავეს იმეორებენ. მათ ახლა არ აქვთ ძალაუფლების ბერკეტები და ხალხის მხარდაჭერა. მათ მხოლოდ შეუძლიათ, 20 ადამიანით გამოწვეული ხმაური მოხვდეს მედიაში. შეუძლებელია, ქართველი ხალხი მათ გვერდით დადგეს, ვინც ითხოვს, რომ დამნაშავე გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. იმ ჯგუფის გვერდით, ვინც ადამიანის ჩაგვრის სისტემა შექმნა და როცა მისი ერთ-ერთი შემოქმედი სასჯელს იხდის, მისი გათავისუფლების მიზნით გვერდში ქართველი ხალხი დაუდგეთ. ეს შეუძლებელია და არ მოხდება, რასაც გამოცდილება ადასტურებს. სააკაშვილის ამ საკითხს ხალხის მხარდაჭერა არ აქვს. ისევ ხდება ყალბი ინფორმაციის გავრცელება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა