ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას აქვს ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი ლიდერების მკაფიო მხარდაჭერა

ნახვები: 483 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას აქვს ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი ლიდერების მკაფიო მხარდაჭერა

უკრაინას აქვს ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი ლიდერების მკაფიო მხარდაჭერა, მიმდინარე წელს დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, – ამის შესახებ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინული მხარე ემზადება რამშტაინის ფორმატის მორიგი შეხვედრისთვის, რომელიც 14 თებერვალს გაიმართება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი ლიდერების მხარდაჭერა ჩვენი მიზნის მიმართ, მოვემზადოთ და უკვე მიმდინარე წელს დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ახლა, როგორც არასდროს, იგრძნობა, რომ უკრაინის ევროპული მიზნები რეალობად იქცევა, როდესაც, როგორც იქნა, რეალური მიღწევები გაცილებით მეტია, ვიდრე პოლიტიკური დეკლარაციები. ათწლეულების განმავლობაში უკრაინა და ევროკავშირი მიდიოდნენ ამისკენ. მიმდინარე კვირას ჩვენი დიპლომატიური მარათონი გრძელდება. ხვალ მორიგი რამშტაინია, ვემზადებით და ვმუშაობთ, რათა ყველა ჩვენი მოლაპარაკება აისახოს პარტნიორების თავდაცვით გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეხმარება უკრაინის სახელმწიფოს და ვინც იბრძვის უკრაინისთვის.

„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მუშაობს ჩვენი სახელმწიფოსთვის! მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება! მადლობა თითოეულს, ვინც ბრძოლაშია! მადლობას ვუხდი თითოეულ მეომარს, ვინც არ აძლევს ოკუპანტს საშუალებას, ალყაში მოაქციოს ბახმუტი; ვინც ანადგურებს მტერს უგლედარის მიმართულებაზე; ვინც არ ტოვებს ოკუპანტისგან არაფერს, მიწაზე ამომწვარი კვალის გარდა; და ვინც ინარჩუნებს ჩვენს სხვა პრინციპულ საფრონტო პოზიციებს. გვახსოვდეს: უკრაინისთვის ყოველი მოპოვებული ახალი შედეგი – გამარჯვებამდე შემცირებული დროა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა