ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ჯონ კირბი - ჯო ბაიდენის უკრაინაში ჩასვლა არ იგეგმება

ნახვები: 482 ჯონ კირბი - ჯო ბაიდენის უკრაინაში ჩასვლა არ იგეგმება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოლონეთში ვიზიტის დროს უკრაინაში ჩასვლა არ იგეგმება, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ბაიდენი შეხვდება პოლონელ კოლეგას, პრეზიდენტ ანჯეი დუდას და რეგიონის სხვა ლიდერებს.

„პრეზიდენტი ბაიდენი პრეზიდენტ ზელენსკის არ შეხვდება. ვიზიტის დროს პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა ამჟამად არ არის დაგეგმილი. პრეზიდენტი ბაიდენი ვარშავაში გაემგზავრება“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პოლონეთს ოფიციალური ვიზიტით 20 თებერვალს ეწვევა. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ პრეზიდენტი ბაიდენი პოლონეთში ჩასვლას უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყების წლისთავისთვის გეგმავდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა