ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ბენჟამინ ჰადადი - უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, დასავლეთ ბალკანეთი, მათი დანიშნულების ადგილი არის ევროკავშირი, ევროპული ოჯახის წევრობა

ნახვები: 490 ბენჟამინ ჰადადი - უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, დასავლეთ ბალკანეთი, მათი დანიშნულების ადგილი არის ევროკავშირი, ევროპული ოჯახის წევრობა

უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, დასავლეთ ბალკანეთი, მათი დანიშნულების ადგილი არის ევროკავშირი, ევროპული ოჯახის წევრობა, ეს ნიშნავს ძლიერ ცვლილებებს, შიდა რეფორმებს თავად ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების მყიფე პროცესთან მიმართებაში, – ამის შესახებ საფრანგეთის პარლამენტის წევრმა, ბენჟამინ ჰადადმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი გაფართოებისთვის მზად არის, თუმცა იმ ქვეყნებს, რომლებსაც წევრობა სურთ მოთმინება სჭირდებათ.

„მოდით, ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან გულახდილები, ამას სჭირდება დრო, როგორც პოლიტიკურად, ისე ტექნიკურ პროცესთან მიმართებით. ეს არ ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული რეფორმები, კანონის უზენაესობა, შიდა ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, რომლებსაც წლები სჭირდება, არის პროცესის მიღმა. სწორედ ამიტომ გააჟღერა პრეზიდენტმა მაკრონმა ევროპული პოლიტიკური საზოგადოების ინიციატივა, არა როგორც ევროკავშირის ალტერნატივა, არამედ როგორც ფორმა, რომ სამეზობლო ჩვენს კონკრეტულ პროექტებში ჩართულობით, იყოს ევროკავშირში წარმოდგენილი“, – განაცხადა ჰადადმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა