ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ჯოზეფ ბორელი - მინისტერიალზე განვიხილავთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტს

ნახვები: 485 ჯოზეფ ბორელი - მინისტერიალზე განვიხილავთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტს

საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განვიხილავთ უკრაინაში არსებულ ვითარებას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტს, თუმცა ვერ დაგპირდებით, რომ საბოლოო შეთანხმება დღეს გვექნება, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

ბორელის თქმით, უკრაინაში რუსეთის ომმა დიდი ტკივილი მიაყენა არა მხოლოდ უკრაინელებს, არამედ მთელ მსოფლიოს.

„ამ კვირაში უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიიდან ერთი წელი გახდება. ერთი წლის შემდეგ რას ვხედავთ, მოკლულია ათასობით ადამიანი, მასობრივი განადგურება, გრძელდება დაბომბვები. ამან დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკასაც და თავდაყირა დააყენა ენერგოფასები, საკვების კრიზისი, ძალიან დიდი ტკივილი მიაყენა არა მხოლოდ უკრაინელებს, არამედ მთელ მსოფლიოს. განსაკუთრებით კი, უკრაინელებს. განგრძობადი დაბომბვები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა. ამ კვირაში ყურადღება გამახვილებული იქნება ამ აგრესიაზე პასუხის გაცემაზე. ჩვენ განვიხილავთ უკრაინაში არსებულ ვითარებას, სანქციების მე-10 პაკეტს, თუმცა ვერ დაგპირდებით, რომ დღეს გვექნება საბოლოო შეთანხმება, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა