სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა – გიორგი პატარიძემ თანამდებობა პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ დატოვა
Sybiha reacts ironically to idea of nominating Orbán for UN Secretary-General
Zelensky: Hegseth’s approval for Patriot missiles has been pending for nearly a month
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს

ზურაბ ჩხაიძე - მესმის სააკაშვილის მდგომარეობა, ნებისმიერი პატიმრის მიზანი არის თავისუფლების მოპოვება

ნახვები: 498 ზურაბ ჩხაიძე - მესმის სააკაშვილის მდგომარეობა, ნებისმიერი პატიმრის მიზანი არის თავისუფლების მოპოვება

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის კონსილიუმთან მეტ თანამშრომლობას ისურვებდა.

ჩხაიძის თქმით, კარგი იქნება, რომ ისინი დაინტერესდნენ კვლევის შედეგებით და მოისმინონ კლინიკა „ვივამედის“ ექიმების აზრიც.

„შემიძლია, დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა კონსილიუმის ყველა წევრი ექიმის მიმართ, ისინი ნამდვილად თავიანთი საქმის სპეციალისტები არიან და ჩვენი პატივისცემა მათ, როგორც პროფესიონალებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვიჩნდება კითხვები. ზოგადად, მიღებული წესია, რომ როცა კონსილიუმი იკრიბება, ეს ნიშნავს ექიმთა აზრთა ურთიერთგაზიარებას, შესაბამისად, ნანახი იქნას პაციენტი, ნანახი იქნას მისი უახლესი კვლევის შედეგები, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს მკურნალი ექიმების აზრი, ჩვენი აზრი, შევჯერდეთ და შესაბამისად უნდა იყოს რეკომენდაციები ამ კონსილიუმის მხრიდან.

არც პირველ, არც ბოლო შემთხვევაში მსგავსი არაფერი ყოფილა, არც ანალიზები ყოფილა ნანახი, არც კვლევის შედეგები და სხვა ინსტრუმენტალური კვლევის შედეგები. უბრალოდ განცხადებების კეთება კლინიკის კიბეებზე და რაღაც ახალი დიაგნოზები, კუჭის პარეზი ახსენეს, მგონი, რის საფუძველზე, როდესაც კვლევის შედეგი არ არის ნანახი. ჩვენ ვისურვებდით მათთან მეტ თანამშრომლობას, რომ დაინტერესდნენ კვლევის შედეგებით და მოისმინონ ჩვენი აზრიც“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

რაც შეეხება კითხვას, იქნება თუ არა თქვენი რეკომენდაცია მიხეილ სააკაშვილის „ვივამედიდან“ გადაყვანა, – ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ამ მიმართულებით ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გასცემენ.

„მე მოგახსენეთ კლინიკის პოზიცია, მოგახსენეთ, რომ კლინიკა სთავაზობს თანამედროვე მკურნალობის მეთოდებს, რაც მსოფლიოშია მიღებული, იქნება ეს ამერიკა თუ ევროპის წამყვანი ქვეყნები, იმავე გაიდლაინებით ვხელმძღვანელობთ ჩვენ და ვთავაზობთ იმავე მკურნალობას. მეტსაც გეტყვით, შეთავაზებული იქნა, ყველამ მოისმინეთ ალბათ პენიტენციური სამსახურის თუ, მგონი, პრემიერის მიერ, რომ ნებისმიერი ექიმი შეიძლება იქნას მოწვეული. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ამას. ყველა კოლეგა დამეთანხმება, მხოლოდ მივესალმებით, რაც მეტი კონსულტანტი იქნება, რაც მეტი აზრთა ურთიერთგაზიარება იქნება.

მესმის პაციენტის მდგომარეობა, და ნებისმიერი პატიმრის მიზანი არის თავისუფლების მოპოვება, იგივე ადვოკატების მიმართულებაც, მათი ხაზიც, მაგრამ მინდა, კატეგორიულად აღვნიშნო, რომ ვერ დავუშვებთ, ეს მოხდეს კლინიკის ავტორიტეტის, ჩვენი ექიმების, პროფესიონალების კომპრომენტირების ხარჯზე. არ დავუშვებთ, რომ მოხდეს ამ ადამიანების, მათი პროფესიონალიზმის კომპრომენტირება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა პაციენტის ბედი გვაწუხებს, ამ შემთხვევაშიც ძალიან გვაწუხებს პაციენტის ახლანდელი მდგომარეობა და მისი მომავალი ბედი, მაგრამ მიზანი, რაც აქვთ, ამ შემთხვევაში პაციენტს, რომ ეს მოხდეს კლინიკის ავტორიტეტის ხარჯზე, არცერთ ვარიანტში ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა