მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

დავით უსუფაშვილი - სახელისუფლო პარტიის და ოპოზიციური სპექტრის ფართო წრის ასეთი ერთობლივი ინიცირებით თითქმის არ მახსენდება ცვლილებების პროექტი

ნახვები: 436 დავით უსუფაშვილი - სახელისუფლო პარტიის და ოპოზიციური სპექტრის ფართო წრის ასეთი ერთობლივი ინიცირებით თითქმის არ მახსენდება ცვლილებების პროექტი

კონსტიტუციური პროექტის შექმნამდე, შეჯერებამდე ძალიან სერიოზული საუბრები და კონსულტაციები იყო, რომლის შედეგადაც მივიღეთ ისეთი პროდუქტი საკონსტიტუციო ცვლილებების სახით, რომელიც ბევრი არ გვქონია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იმ თვალსაზრისით, რომ სახელისუფლო პარტიის და ოპოზიციური სპექტრის ფართო წრის ერთობლივი ინიცირებით თითქმის არ მახსენდება ცვლილებების პროექტი, - განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას, რომელიც ქუთაისში მიმდინარეობს.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ასეთი შეთანხმებების მიღწევა და შემდეგ მათი რეალიზება ძალიან მნიშვნელოვანია.

„როგორც ირკვევა, ყველაზე დიდი ხიფათი, რაც შეიძლება საზოგადოებაში, სახელმწიფოში დაგვემართოს, არის სიტყვის ფასის დაკარგვა, დევალვაცია. ლარის კურსის დაცემა ხომ დიდი პრობლემაა, მაგრამ სიტყვის ფასის დაცემა კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, რადგან მას მოჰყვება ნდობის, შესაძლებლობების, წინსვლის დაკარგვა ბიზნესშიც, პოლიტიკაშიც და ყველანაირ ურთიერთობაში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა