ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 44 374-მდე გაიზარდა

ნახვები: 494 თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 44 374-მდე გაიზარდა

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლთა რიცხვი 44 374-მდე გაიზარდა. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ქვეყანაში 10 000-მდე მომყოლი ბიძგი აღრიცხეს.

თურქული მედია წერს, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები თითქმის 21 000 შენობაში უკვე დასრულდა და ამ დროისთვის სამუშაოები მთლიანად ორიენტირებულია ნაგრევების გატანაზე.

საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო პერსონალის 1000-ზე მეტი წევრი კვლავ ცდილობს ჰუმანიტარული დახმარების აქტივობების მხარდაჭერას. მომყოლი ბიძგების გამო კარვებზე მოთხოვნა ინტენსიურად იზრდება, ყოველდღიურად იგზავნება საშუალოდ 10 000-ზე მეტი კარავი და სტიქიის ზონაში 287 კარვების ქალაქია.

სტიქიის შედეგად დაზარალებული მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი კარვებში, საკონტეინერო ქალაქებსა და საზოგადოებრივ საოჯახო სასტუმროებში ცხოვრობს, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი კი სტიქიის ზონის გარეთ არის ევაკუირებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა