მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

კახა კალაძე - გიორგი ანწუხელიძე სამუდამოდ დარჩა 24 წლის ბიჭად, რომელიც დაიბადა, რათა თავისი გმირობით ეჩვენებინა, რომ ყველაზე მთავარი ღირებულება იყო და არის სამშობლო

ნახვები: 436 კახა კალაძე - გიორგი ანწუხელიძე სამუდამოდ დარჩა 24 წლის ბიჭად, რომელიც დაიბადა, რათა თავისი გმირობით ეჩვენებინა, რომ ყველაზე მთავარი ღირებულება იყო და არის სამშობლო

გიორგი ანწუხელიძე სამუდამოდ დარჩა 24 წლის ბიჭად, რომელიც დაიბადა იმისთვის, რომ თავისი გმირობით ეჩვენებინა, ყველაზე მთავარი ღირებულება იყო და არის სამშობლო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„გიორგი ანწუხელიძე დღეს 37 წლის გახდებოდა.

ბედნიერია ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრებით სამუდამო კვალს ტოვებს ისტორიაში და მომავალ თაობებს უტოვებს ნათელ მაგალითს, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება.

ასეთია გიორგი ანწუხელიძე - ჩვენი უახლესი ისტორიის გმირი. ადამიანი, რომლის სახელი გაიგივებულია სამშობლოს ერთგულებასთან, ვაჟკაცობასთან, სიმტკიცესთან.

გიორგი ანწუხელიძე სამუდამოდ დარჩა 24 წლის ბიჭად, რომელიც დაიბადა იმისთვის, რომ თავისი გმირობით ეჩვენებინა, ყველაზე მთავარი ღირებულება იყო და არის სამშობლო", - წერს კახა კალაძე.

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა