ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

მეტრო სადგურ „ვაჟა ფშაველაზე“ 31 წლის მამაკაცი მოძრავ მატარებელს ჩაუხტა

ნახვები: 1707 მეტრო სადგურ „ვაჟა ფშაველაზე“ 31 წლის მამაკაცი მოძრავ მატარებელს ჩაუხტა

მეტრო სადგურ „ვაჟა ფშაველაზე“, 31 წლის მამაკაცი მატარებლის სავალ გზაზე გადახტა და თვითმკვლელობა სცადა.

როგორც „ნეიშენ ჯორჯიას“ შემთხვევის ადგილზე განუცხადეს, მამაკაცი ლიანდაგებზე იმ დროს გადახტა, როდესაც სადგურში მატარებელი შემოვიდა. იგი ლიანდაგებს შორის აღმოჩნდა და ცოცხალი გადარჩა.

„მემანქანემაც იმარჯვა“ - აცხადებენ თვითმხილველები.

პოლიციამ და მგზავრებმა მამაკაცის ამოყვანა შეძლეს.

ადგილზე დროულად მოვიდა სასწრაფო დამხმარების ბრიგადა, სამაშველო სამსახური და მამაკაცს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი დახმარება.

ამჟამად იგი გადაყვანილია საავადმყოფოში.

რა გახდა მამაკაცის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი უცნობია.

ინციდენტის პერიოდში მეტროში მატარებლების მოძრაობა დროებით შეწყდა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა