ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

არმაზ ახვლედიანი - უკან გაიწვიეთ კანონპროექტი, დაასრულეთ თამაში საქართველოს მომავალთან

ნახვები: 489 არმაზ ახვლედიანი - უკან გაიწვიეთ კანონპროექტი, დაასრულეთ თამაში საქართველოს მომავალთან

საქართველოში 30 წლის განმავლობაში ვერავინ გაიტანა, რომ წინ დადგომოდა დასავლურ კურსს, ამას არ გაგატანინებთ, გამორიცხულია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

„აქ სხვებსაც გვაქვს ხმა. მე გაგაგონებთ ახლა ჩემს ხმას. მეგობრებო, ჩვენ ამასობაში მთავარი რამ არ დაგვავიწყდეს. ვინც არ იცით, მე ვარ არმაზ ახვლედიანი. მთავარი არ დაგვავიწყდეს, ახლა რას განვიხილავთ?! რა კანონპროექტი შემოვიდა პარლამენტში?! ეს არის საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ყველამ უნდა შევიგნოთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს საქართველოს სტრატეგიულ არჩევანზე უარის თქმას. ნიშნავს არა მხოლოდ დასავლეთისკენ გზის ჩარაზვას, არამედ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის თქმას, რომ ჩვენ აღარ გვექნება ნორმალური მომავალი. ვინც მზად ხართ, ამას მხარი დაუჭიროთ, დაუჭირეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ამით დამთავრდება ეს პარლამენტი, დამთავრდება ეს თავხედობა და ამას არავის გაგატანინებთ, იცოდეთ ყველამ. მე თქვენ ყველას კარგად გიცნობთ, ყველაფერი კარგად ვიცი, ამიტომაც იცოდეთ, რომ ეს აქ ვერ გავა. საქართველოში ვერავინ გაიტანა 30 წლის განმავლობაში, რომ წინ დადგომოდა დასავლურ კურსს, თქვენ ამას არ გაგატანინებთ, გამორიცხულია. ამიტომაც გაიწვიეთ უკან, დაასრულეთ ეს თამაში საქართველოს მომავალთან. და თუ თქვენ არ დაასრულებთ ამ თამაშს, იცოდეთ, რომ ქართველი ხალხი დაასრულებს ამ მმართველობას. იმიტომ რომ, ეს არის სირცხვილი, სირცხვილი და მავნებლობა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. ასე რომ, მეგობრებო, გისმინეთ, გითმინეთ, იცოდეთ, რომ თქვენ ხალხი არ მოგითმენთ. თქვენ ხალხი ვეღარ მოგითმენთ. ეს არის ზღვარგადასულობა. ამის შემდეგ ნიშნავს ჩემი სახელმწიფოს, ჩემი სამშობლოს ინტერესების გაყიდვას და ღალატს. ვინც თქვენ ამას გაგიტარებთ, ვინც გაპატიებთ, იმათთან შეკარით ალიანსი“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა