მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ბადრი ჯაფარიძე - რამდენიმე ოლქთან დაკავშირებით ოპოზიციურ კოლეგებთან კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს, ფოთზე ამ ეტაპზე კონკრეტული შეთანხმება არ გვაქვს

ნახვები: 431 ბადრი ჯაფარიძე - რამდენიმე ოლქთან დაკავშირებით ოპოზიციურ კოლეგებთან კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს, ფოთზე ამ ეტაპზე კონკრეტული შეთანხმება არ გვაქვს

რამდენიმე ოლქთან მიმართებით კიდევ მიმდინარეობს კონსულტაციები ოპოზიციურ კოლეგებთან და საბოლოო ჯამში ამოცანაა, რომ ყველგან, ყველა ოლქში დამარცხდეს „ქართული ოცნების" კანდიდატი და ყველგან „ქართულმა ოცნებამ" მიიღოს ბევრად დაბალი შედეგი, ვიდრე 43%-ია, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ფოთთან დაკავშირებით პარტიას ამ ეტაპზე კონკრეტული შეთანხმება არ აქვს და შესაბამისად, ჯაფარიძეს უჭირს კითხვაზე პასუხის გაცემა, დაუჭერს თუ არა მხარს გიგი უგულავას, რომელსაც, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, ფოთის მერობის კანდიდატად წარადგენენ.

„რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში „ლელო" მონაწილეობას იღებს დამოუკიდებლად, მაგრამ იქ, სადაც მიზანშეწონილი იყო, ჩვენ შევძელით კოორდინირება ოპოზიციონერ კოლეგებთან. რაც შეეხება კონკრეტულად ფოთს, ფოთთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კონკრეტული შეთანხმება არ გვაქვს. იმედი გვაქვს, რომ ფოთშიც ჩვენ, ყველანი, ოპოზიციური ძალები მოვახერხებთ, რომ ჯამში მივიღოთ გაცილებით მეტი მხარდაჭერა. ამიტომ ფოთის შემთხვევაშიც ამოცანა იგივე რჩება, როგორც სხვა ოლქებში - „ქართული ოცნების"კანდიდატის დამარცხება და ასევე „ქართული ოცნების" მიერ 40%-ზე ბევრად დაბალის მიღება, რაც დღეს არის აბსოლუტური რეალობა", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა