ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

თამარ გაბუნია - ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება ნაადრევია, მაგრამ ეპიდვითარების მცირედი სტაბილიზაციის სურათი იკვეთება

ნახვები: 492 თამარ გაბუნია - ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება ნაადრევია, მაგრამ ეპიდვითარების მცირედი სტაბილიზაციის სურათი იკვეთება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ახალი შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება. მისივე თქმით, დღეს აუცილებელია, რომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები მაქსიმალურად იყოს აღსრულებული.

თამარ გაბუნიამ ასევე განაცხადა, რომ გარკვეულწილად, ქვეყანაში ეპდვითარების მცირედი სტაბილიზაციის სურათი იკვეთება.

„ჯერჯერობით, მთავარია დაწესებული შეზღუდვების აღსრულება. ამ ეტაპზე დამატებით შეზღუდვებზე საუბარი არ არის. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ციფრები დღეს შედარებით ნაკლებია, ვიდრე იყო გუშინ და თუნდაც კვირის დასაწყისში. კარგია, რომ ახალი შემთხვევების ნახტომისებურ მატებას არ ვხედავთ. რა თქმა უნდა, ჯერ ნაადრევია რაიმე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ამ ციფრების საფუძველზე გარკვეულწილად იკვეთება მცირედი სტაბილიზაციის სურათი. ამდენად, მთავარია, აღვასრულოთ ის რეკომენდაციები და რეგულაციები, რომლებიც უკვე დაწესებულია", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა