ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე - გასაკვირი არ არის, რომ აქციებითა და ემოციების გადაძაბვით იმუქრებიან - კიდევ ერთი მცდელობაა, თავი აარიდონ და გაექცნენ დისკუსიას

ნახვები: 486 მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე - გასაკვირი არ არის, რომ აქციებითა და ემოციების გადაძაბვით იმუქრებიან - კიდევ ერთი მცდელობაა, თავი აარიდონ და გაექცნენ დისკუსიას

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები აქციების გამართვით ცდილობენ საპარლამენტო დისკუსიას თავი აარიდონ და გაექცნენ.

მისი თქმით, ოპოზიციისთვის იდეალური საშუალებაა ემოციების მეტად დაძაბვა, რათა საზოგადოებას შესაძლებლობა არ ჰქონდეს, რომ სწორი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიიღოს.

„რაც შეეხება აქციებს, ეს მე მგონი კიდევ ერთი მცდელობაა, რომ რამენაირად თავი აარიდონ და გაექცნენ დისკუსიას. აი, ასე შემიძლია პირდაპირ ვთქვა, ფაქტია, რომ მას შემდეგ რაც საზოგადოება მოატყუეს, როდესაც უთხრეს, რომ ეს ამერიკული კანონი არ არის და რუსული კანონია, რა თქმა უნდა, მათთვის არახელსაყრელია დისკუსიაში შემოსვლა. ამიტომ ყველა ძალას იხმარენ საიმისოდ, რომ რაც შეიძლება შორს წაიღონ, დაფარონ, დაჩრდილონ დისკუსია. ამისთვის მათთვის იდეალურია საშუალება გახლავთ ემოციების მეტად გადაძაბვა საიმისოდ, რომ საზოგადოებას შესაძლებლობა არ ჰქონდეს, რომ სწორი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიიღოს. ნამდვილი ინფორმაცია მიიღოს და ამის საფუძველზე სწორი შეხედულება ჩამოიყალიბოს კანონპროექტთან დაკავშირებით. ამიტომაც ჩემთვის ნამდვილად გასაკვირი არ არის, რომ აქციებით იმუქრებიან, ემოციების გადაძაბვით იმუქრებიან, ეს გასაგებია. ესკალაცია მათთვის არის ხერხი, მაგრამ ამას ხელოვნურად ქმნიან, როდესაც ობიექტურად საიმისოდ მიზეზი არ არსებობს, თუ რაიმე სათქმელი კრიტიკული აქვთ, რა თქმა უნდა, უნდა მოვიდნენ და თქვან, ხელისუფლებას არ უნდა გვჭირდებოდეს ესეთი კრიტიკული შენიშვნების თაობაზე იქეთ პროაქტიულად ეძებდე. მნიშვნელოვანია ამ ფუნქციას ოპოზიცია ასრულებდეს, ოპოზიცია ფაქტია, რომ ამ ფუნქციას არ ასრულებს. ის, რაც მისი მოვალეობაა, რომ უნდა მოვიდეს პარლამენტში და თქვას, რა კრიტიკული შეკითხვა აქვს, ამის მიუხედავად ის ამას თავს არიდებს. ეს სწორი დამოკიდებულება არ არის“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა