ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ნიკოლოზ ვაშაკიძე - ახალი ხელისუფლების ფორმირება 2024 წლის არჩევნების შედეგად ჭეშმარიტად საერთო სახალხო გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მოხდეს

ნახვები: 494 ნიკოლოზ ვაშაკიძე - ახალი ხელისუფლების ფორმირება 2024 წლის არჩევნების შედეგად ჭეშმარიტად საერთო სახალხო გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მოხდეს

მოახლოებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მრავალ მიზეზთა გამო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება საქართველოს ისტორიაში. ამ არჩევნებზე ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით ბევრი რამ გადაწყდება, ამიტომ აუცილებელია საქართველოს ახალი ხელისუფლების ფორმირება 2024 წლის არჩევნების შედეგად ჭეშმარიტად საერთო სახალხო გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდეს, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეთა უზარმაზარი რაოდენობა ქვეყნის გარეთ ცხოვრობს და ისინი მოკლებულნი არიან საშუალებას, მიიღონ სრულფასოვანი მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არჩევნებში ხმის მიცემის სახით.

„დიპწარმომადგენლობების ბაზაზე არსებული საარჩევნო ინფრასტრუქტურა არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას ჩვენი ემიგრანტების ერთ პროცენტსაც არ აძლევს. ამ დროს, ელემენტარული პოლიტიკური ნებისა და საკმაოდ მოკრძალებული ხარჯების გაწევის პირობებში, იოლად შეიძლება საქართველოს მოქალაქეთა მინიმუმ ნახევარს მიეცეს არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება. ეს მხოლოდ პირველ ეტაპზე. მომავალში რაოდენობის გაზრდა კიდევ უფრო მეტად შეიძლება. არსებული მდგომარება საშინელ უსამართლობას წარმოადგენს. სახელმწიფომ ვერ შეძლო თავისი მოქალაქეებისთვის ნორმალური არსებობის პირობების უზრუნველყოფა, რამაც აიძულა ისინი სამშობლო დაეტოვებინათ და, სამწუხაროდ, არც მოქალაქის ფუნდამენტური უფლების რეალიზაციის საშუალებას აძლევს.

21-ე საუკუნის პირობებში, კომუნიკაციების არნახული განვითარების რეალიებში, ჩვენი ემიგრანტები სულაც არ არიან მოწყვეტილნი საქართველოს. ისინი მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან თავიანთ ოჯახებთან, ახლობლებთან, ტელევიზიისა და ინტერნეტის საშუალებით თვალყურს ადევნებენ თავიანთი ქვეყნის ცხოვრებას და ხშირ შემთხვევებში უფრო ღრმად არიან ჩართულნი საქართველოს ცხოვრებაში, ვიდრე ბევრი აქ მცხოვრები ადამიანი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ემიგრანტები უდიდეს როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. მათი მხრიდან საქართველოში მომდინარე ფინანსურ ნაკადს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ეკონომიკისთვის. 21-ს საუკუნის საქართველო რეალურად არის გლობალური საქართველო, ანუ საქართველოში მცხოვრები მოქალაქეები პლუს ემიგრაცია და სწორედ ეს გლობალური საქართველო და არა მხოლოდ მისი უშუალოდ საქართველოში ფიზიკურად მცხოვრები ნაწილი უნდა წყვეტდეს თავისი ქვეყნის ბედს. ვფიქრობ, ხელისუფლების მხრიდან ამ პრობლემისადმი გულგრილობის პირობებში, ის ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარი საზრუნავი უნდა გახდეს. აუცილებელია, გაერთიანებულმა ოპოზიციამ შეიმუშაოს და შესთავაზოს პარლამენტს და საზოგადოებას შესაბამისი კანონპროექტი და სამოქმედო პროგრამა, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს მისცემს საქართველოს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას“,- აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე.

ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა