ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ათწლიანი მოლაპარაკების შემდეგ, მსოფლიო ოკეანის დაცვის ხელშეკრულება გაფორმდა

ნახვები: 493 ათწლიანი მოლაპარაკების შემდეგ, მსოფლიო ოკეანის დაცვის ხელშეკრულება გაფორმდა

მსოფლიოს ქვეყნებმა ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს, ათწლიანი მოლაპარაკების შემდეგ, მსოფლიო ოკეანის დაცვის ხელშეკრულება გაფორმდა.

საზღვაო ბუნების დაცვისა და აღდგენის მიზნით, ღია ზღვის ხელშეკრულება 2030 წლისთვის ზღვების 30 პროცენტის დაცულ ტერიტორიებად გადაქცევას ისახავს მიზნად.

მოლაპარაკების ბოლო რაუნდი გაერო-ს შტაბბინაში 38 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მონაცემების თანახმად, გლობალური საზღვაო სახეობების უახლესი შეფასებით, თითქმის ათი პროცენტი აღმოჩნდა გადაშენების რისკის ქვეშ.

ახალი დაცული ტერიტორიები, რომლებიც ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული, უზრუნველყოფს შეზღუდვებს თევზაობის რაოდენობებზე, ზღვაოსნობის მარშრუტებსა და საძიებო აქტივობებზე, როგორიცაა ღრმა ზღვის მოპოვება – როდესაც მინერალებს იღებენ ზღვის ფსკერიდან 200 მეტრის ან მეტის ქვემოთ.

გარემოსდაცვითი ჯგუფები შეშფოთებულნი არიან, რომ მოპოვების პროცესებმა შეიძლება, ხელი შეუშალოს ცხოველთა გამრავლების ადგილს, შექმნას ხმაურიანი დაბინძურება და ტოქსიკური იყოს ზღვის ცხოველებისთვის.

ბოლო საერთაშორისო შეთანხმება ოკეანის დაცვის შესახებ 40 წლის წინ, 1982 წელს გაფორმდა. ესაა გაერო-ს კონვენცია საზღვაო სამართლის შესახებ. ამ შეთანხმებამ დაადგინა ტერიტორია, რომელსაც ეწოდება ღია ზღვა – საერთაშორისო წყლები, სადაც ყველა ქვეყანას აქვს თევზაობის, ზღვაოსნობისა და კვლევის ჩატარების უფლება, მაგრამ ამ წყლების მხოლოდ 1.2 პროცენტი არის დაცული. ამ დაცული ტერიტორიების ფარგლებს გარეთ მცხოვრები ზღვის ბინადრები კლიმატის ცვლილების, გადაჭარბებული თევზაობისა და გემების ტრანსპორტის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა