მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

სალომე სამადაშვილი - დღევანდელ გამარჯვებას, პირველ რიგში, ქართველ ახალგაზრდებს ვულოცავ

ნახვები: 439 სალომე სამადაშვილი - დღევანდელ გამარჯვებას, პირველ რიგში, ქართველ ახალგაზრდებს ვულოცავ

დღევანდელ გამარჯვებას, პირველ რიგში, ქართველ ახალგაზრდებს ვულოცავ და ვპირდებით, რომ გავაგრძელებთ ბრძოლას, რათა მათ იცხოვრონ თანამედროვე ევროპულ ქვეყანაში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეს მხოლოდ ბრძოლის დასაწყისია.

„ჩვენ დღეს ვნახეთ შეშინებული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებსაც არ გაუვიდათ ქვეყნის ღალატი. მათ ქართველმა ახალგაზრდებმა არ მისცეს შესაძლებლობა, რომ ეღალატათ ჩვენი ქვეყნისთვის, მიეღოთ ბოლომდე ანტიკონსტიტუციური კანონი და აიძულეს, ორი დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება გადაეხედათ. ასეთი რამ ამ პარლამენტის ისტორიაში არ არსებობს. თქვენ ნახეთ, რომ დილაადრიან შემოიძურწნენ უმრავლესობის წარმომადგენლები პარლამენტში, მიკროფონი არ ჩაურთეს ოპოზიციას, იმდენად შეშინებულები არიან. პირველ რიგში, მინდა, მივულოცო დღევანდელი გამარჯვება, მნიშვნელოვანი მონაპოვარი ხალხს, მაგრამ ეს არის მხოლოდ ბრძოლის დასაწყისი. ჩვენ წინ გველოდება ბევრი ბრძოლა იმისთვის, რომ კიდევ დავიცვათ ეს ქვეყანა მორიგი იერიშებისგან, რომელსაც რუსეთი და მათი მოკავაშირეები მიიტანენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. მაგრამ დღევანდელ გამარჯვებას ვულოცავ, პირველ რიგში, ქართველ ახალგაზრდებს და ვპირდებით, რომ გავაგრძელებთ ბრძოლას, რათა მათ იცხოვრონ თანამედროვე ევროპულ ქვეყანაში. ეს არის ჩვენი არჩევანიც, სურვილიც. უნდა გაიგოს ყველამ, რომ ვინც დაუდგება წინ ამ არჩევანს, პოლიტიკურად განადგურდება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა