მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

დიმიტრი პესკოვი რუსეთის მოქალაქეებზე - უმჯობესია, ბედნიერება ეძებო იქ, სადაც შენი სამშობლოს დროშებს არ წვავენ

ნახვები: 519 დიმიტრი პესკოვი რუსეთის მოქალაქეებზე - უმჯობესია, ბედნიერება ეძებო იქ, სადაც შენი სამშობლოს დროშებს არ წვავენ

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსები თავისუფალი არიან გადაადგილებაში და სჯობს, ბედნიერება იქ ეძებონ, სადაც მათი სამშობლოს დროშებს არ დაწვავენ.

„არიან ასეთი ადამიანები. დიახ, ისინი თავისუფალი არიან გადაადგილებაში. ისინი მუდმივად ეძებენ რაღაც უკეთესს და ვერ ხვდებიან, რომ ყველაზე კარგი, ალბათ, სამშობლოა. არავინ უშლის ხელს ბედნიერების სხვაგან ძიებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, უმჯობესია, ბედნიერება ეძებო იქ, სადაც ასეთი სახალხო არეულობა არ არის და სადაც შენი სამშობლოს დროშებს არ წვავენ", - აღნიშნა პესკოვმა.

პესკოვს დაუსვეს შეკითხვა, რა დამოკიდებულება აქვს კრემლს იმასთან დაკავშირებით, რომ 2022 წლის შემოდგომაზე გამოცხადებული მობილიზაციის დროს ათასობით რუსი გაემგზავრა საქართველოში, სადაც ახლა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის გამო და ახლა ისინი უკან ბრუნდებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა