ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

პრემიერი - თქვეს, რომ რუსულ კანონს იღებენ, რამაც ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა

ნახვები: 493 პრემიერი - თქვეს, რომ რუსულ კანონს იღებენ, რამაც ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა

თქვეს, რომ რუსულ კანონს იღებენ. ამან რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა. ამას დაემატა ის განცხადებები, რომელიც შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ერთგვარი წამახალისებელი განცხადებები, ჩვენი უცხოელი პარტნიორების, კოლეგების, ელჩების მხრიდან, რამაც დააბნია საზოგადოების გარკვეული ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აქ ძალიან კოორდინირებული ქმედება და საქმიანობა გამოჩნდა.

„რაც შეეხება პროცესს, როგორც წარიმართა, ჩვენ ორ ვარიანტს ვუყარეთ კენჭი. ჩვენ ორ ვარიანტს ვუყარეთ კენჭი, ორ ვერსიას, ანუ ერთი ამერიკული მოდელი ავიღეთ, თარგმნილი იყო და გადმოვიტანეთ და ვთქვით, რომ ზუსტად იდენტური ამერიკული მოდელი გვინდა, რომ მივიღოთ. მეორე იყო ქართული ვერსია, რომელსაც თავიდანვე კარგად გააზრებული იყო ეს ყველაფერი, დაარქვეს რუსული კანონი. იცით, თუ როგორი მგრძნობიარეები ვართ ჩვენ ყველანი, ქართველები, მიმდინარე რუსული ოკუპაციის ფონზე ასეთი საკითხების მიმართ. და თქვეს, რომ რუსულ კანონს იღებენ. ამან რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა. ამას დაემატა ის განცხადებები, რომელიც შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ერთგვარი წამახალისებელი განცხადებები, ჩვენი უცხოელი პარტნიორების, კოლეგების, ელჩების მხრიდან, რამაც დააბნია საზოგადოების გარკვეული ნაწილი. აქ ძალიან კოორდინირებული ქმედება და საქმიანობა გამოჩნდა", - განაცხადა პრემიერმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა