Trump says he has “good conversations” with Zelensky and Putin
Zelensky: Strike on Chernobyl NPP shows Moscow cannot be trusted as international partner
Ukrainian officials and foreign representatives honor Chernobyl cleanup workers
Zelensky and Grossi attend opening of “Chernobyl: People and Meanings” exhibition
რომის პაპი - ისინი, ვინც ომებს აჩაღებენ, ყველას გვართმევენ მშვიდობიანი მომავლის შანსს
CNN - აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპოდენტთა ასოციაციის მიღებაზე სროლაში ეჭვმიტანილმა დაწერა მანიფესტი, რომელშიც მკაფიოდ მიუთითა, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე თავდასხმა სურდა
დონალდ ტრამპი - ვაშინგტონში, სასტუმრო „ჰილტონში“ მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილს „ქრისტიანები სძულს“
მეფე ჩარლზ III მეუღლესთან ერთად აშშ-ს ეწვევა

ირაკლი კობახიძე ვიქტორ ყიფიანზე - როდესაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ხარ და ამავდროულად, უცხოური გავლენის აგენტი ხდები, ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები

14.03.2023 ნახვები: 992

როდესაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ხარ და ამავდროულად, უცხოური გავლენის აგენტი ხდები, ეს ყველაფერი თავისთავად ნიშნავს, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ყოფილ ადვოკატს, ვიქტორ ყიფიანს შეეხებოდა.

„არა მარტო „ქართული ოცნების“ ხელით, არამედ ზოგადად ვერასოდეს გახდები ასეთი დამოკიდებულებით პრემიერ-მინისტრი. არ შეიძლება, იყო ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად, გახდე უცხოური გავლენის აგენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე: „თქვენ ამბობთ, რომ ეგ იყო მიზეზი, რის გამოც ვიქტორ ყიფიანი აღარ არის მისი ადვოკატი?“ კობახიძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, მთავარი მიზეზი სხვა რამ იყო, რომელსაც ვერ დააკონკრეტებს.

„მიზეზი იყო ბევრად უფრო მძიმე. წარმოიდგინეთ, ამაზე უფრო მძიმე, ჩემი ინფორმაციით. ვერ გავაკეთებ ამაზე კომენტარს“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, კითხვაზე, „საადვოკატო საქმიანობაში რაღაცები ისე არ გააკეთა ვიქტორ ყიფიანმა, რის გამოც გაემიჯნა ბიძინა ივანიშვილი?“ კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არ არის სწორი ინფორმაცია.

„იძულებული ვარ, თავი შევიკავო პასუხებისგან. მე შეიძლება, მქონდეს სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემი პრეროგატივა ვერ იქნება ამასთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა