ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

თეა წულუკიანი - მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის დანაშაულებისთვის, რადგან კრიმინალია, სხვა ქვეყნის დეპუტატი თუ სხვაგვარად თვლის, ალბათ არ იცის, ვისთან აქვს საქმე

ნახვები: 474 თეა წულუკიანი - მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის დანაშაულებისთვის, რადგან კრიმინალია, სხვა ქვეყნის დეპუტატი თუ სხვაგვარად თვლის, ალბათ არ იცის, ვისთან აქვს საქმე

მიხეილ სააკაშვილი არ გახლავთ პოლიტპატიმარი, სასამართლოს მიერ მისჯილ სასჯელს იხდის ძალიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, რადგან კრიმინალია. სხვა ქვეყნის დეპუტატი თუ სხვაგვარად თვლის, ალბათ, იმას უნდა დავაბრალოთ, რომ არ იცის, ვისთან აქვს საქმე, ანდა იცის და მაინც იმას ამბობს, რაც უსაფუძვლოა, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს იგეგმება.

„მორიგჯერ ისე შევაფასებ, როგორც აქამდე ვაფასებდი, რომ სააკაშვილი არ გახლავთ პოლიტპატიმარი, ის სასამართლოს მიერ მისჯილ სასჯელებს იხდის ძალიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, რადგან არის კრიმინალი და, ჩემი აზრით, უნდა მოიხადოს ბოლომდე. სხვა ქვეყნის მოქალაქე, სხვა ქვეყნის დეპუტატი თუ თვლის სხვაგვარად, ეს, ალბათ, იმას უნდა დავბრალოთ, რომ მან არ იცის, ვისთან აქვს საქმე, ანდა იცის და მაინც იმას ამბობს, რაც უსაფუძვლოა.

ჩვენ ვიცნობთ საკუთარ ხალხს, ჩვენ გვიცნობს ჩვენი ხალხი, ჩვენმა ხალხმა იცის, თუ რა ბუნების ხელისუფლება ჰყავს დღეს ქვეყნის სათავეში. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან ამ ქვეყანაში, ქართველი ხალხი რჩება და ქართველი ხალხი რომ იყოს იქ, სადაც არის და ჰქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენ ხანდახან ამისთვის გვჭირდება არცთუ ისე პოპულარული და რთულად მისაღები კანონები. დასანანია, რომ ამ შემთხვევაში ასეთი კანონი არ მიგვაღებინეს, მაინც უნდა შევეცადოთ, რომ ვიბრძოლოთ, რათა დავრჩეთ სუვერენული, დამოუკიდებელი და, რაც მთავარია, თავაწეული, წელგამართული, ღირსეულად შევიდეთ იმ ევროკავშირში, სადაც არის ჩვენი ბუნებრივი ადგილი და არა ცალ ფეხზე, როგორც ამისკენ მოგვიწოდა ზოგიერთმა უღირსმა ადამიანმა. ეს არის ჩემი პასუხი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა