მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

გიგა ბოკერია მარგველაშვილის განცხადებაზე - არა მგონია საჭირო იყოს საბჭოს შექმნა, მაგრამ მთავარ გზავნილებზე შეჯერება აუცილებელია

ნახვები: 394 გიგა ბოკერია მარგველაშვილის განცხადებაზე - არა მგონია საჭირო იყოს საბჭოს შექმნა, მაგრამ მთავარ გზავნილებზე შეჯერება აუცილებელია

არა მგონია, საჭირო იყოს რაღაც სტრუქტურა და საბჭოს შექმნა, მაგრამ მთავარ გზავნილებზე შეჯერება, მაგალითად, იმაზე, რომ დასავლეთისკენ სვლა, ჩვენი ისტორიული ამოცანის შესრულება და ეს მთავრობა შეუთავსებელია - აუცილებელი მგონია, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებას ოპოზიციური პარტიების საბჭოს შექმნის შესახებ.

მისივე თქმით, ამოცანად საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლა უნდა დავისახოთ და არა მისი “იძულება”, რომ რეფორმები გაატაროს.

„ევროპული საქართველოს“ მოწოდება და მოსაზრება ასეთია - ამ პროტესტმა გვაჩვენა, რომ როდესაც მკაფიო გზავნილები ჰქონდა არამხოლოდ ოპოზიციურ სპექტრს, არამედ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს, ეს წარმატების საფუძველი გახდა. დიდი გამარჯვებისთვის ამის შენარჩუნება გვჭირდება, თუმცა ვხედავთ, ეს ასე აღარ არის. არა მგონია, საჭირო იყოს რაღაც სტრუქტურა და საბჭოს შექმნა (როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შემოგვთავაზა), მაგრამ მთავარ გზავნილებზე შეჯერება, მაგალითად, იმაზე, რომ დასავლეთისკენ სვლა, ჩვენი ისტორიული ამოცანის შესრულება და ეს მთავრობა შეუთავსებელია - აუცილებელი მგონია. არ არსებობს ამის გვერდის ავლის გზები, როგორც დღეს ამას საპარლამენტო ოპოზიცია, „ნაცმოძრაობა“ და ე.წ. სამეული ისევ გვთავაზობს. ამოცანად ამ ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლა უნდა დავისახოთ და არა მისი „იძულება”, რომ რეფორმები გაატაროს. შეუძლებელია პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმი „აიძულო” იქცეს პროდასავლურად და ქვეყანა ნატო-ში შეიყვანოს ან ევროკავშირს რეალურად დაგვაახლოვოს, ქვეყანა რეალურად გარდაქმნას“, - წერს ბოკერია.

ცნობისთვის, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას შესაძლებლობას მისცემს ერთიანი „მესიჯით" გამოვიდნენ, „როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა