მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

რატი ბრეგაძე - სააკაშვილის ადვოკატებმა გასულ წელს მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და ვნახეთ, რა შედეგიც დადგა, ძირითადი სარჩელიც კი გამოითხოვეს

ნახვები: 447 რატი ბრეგაძე - სააკაშვილის ადვოკატებმა გასულ წელს მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და ვნახეთ, რა შედეგიც დადგა, ძირითადი სარჩელიც კი გამოითხოვეს

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებს აქვთ უფლება, მიმართონ როგორც ეროვნულ სასამართლოებს, ასევე სტრასბურგის სასამართლოსაც, ეს მათი გადასაწყვეტია, – ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას.

რატი ბრეგაძეს შეკითხვა დაუსვეს: „ბოლო თვეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობდნენ, რომ გამოიყენებდნენ ბერკეტს და წავლენ სტრასბურგში მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების მოთხოვნით. ამ დრომდე რატომ არ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს ბერკეტი მართლაც გამოიყენონ?“ პასუხად, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ „ამ კითხვას პასუხს ადვოკატები ალბათ უკეთ გასცემენ“.

„სააკაშვილის უფლებადამცველებს აქვთ უფლება, მიმართონ როგორც ეროვნულ სასამართლოებს, ასევე სტრასბურგის სასამართლოსაც და სიმართლე გითხრათ, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი გავიდა მას შემდეგ და რატომ არ მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს, ამაზე პასუხს ალბათ თავად უკეთ გაგცემენ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. კერძოდ, როგორც მსჯავრდებული სააკაშვილის, ისე ნებისმიერი პატიმრის უფლებების დაცვას.

მრავალგზის მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის, არცერთი უფლება არ ყოფილა დარღვეული. ჩვენ უკვე ვიხილეთ, როდესაც მისმა უფლებადამცველებმა მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და მაშინ ვნახეთ, საბოლოო ჯამში, რა შედეგიც დადგა. მათ ასევე ძირითადი სარჩელიც კი გამოითხოვეს სტრასბურგის სასამართლოდან, ეს იყო გასულ წელს და წელს მიმართავენ თუ არა, მათი გადასაწყვეტია. აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ყველა უფლება, რაც აქვს მიხეილ სააკაშვილს, როგორც პატიმარს, არის მკაფიოდ დაცული. მას უკვე დაახლოებით 2 ათას ვიზიტორამდე ჰყავდა. თუ სჭირდება მას მკურნალობა, მკურნალობს შესაბამის კლინიკაში და, უბრალოდ, ფიზიკურად რთულია, წარმოვიდგინოთ, რომელი უფლების დარღვევაზე შეიძლება, ჰქონდეს საუბარი დაინტერესებულ მხარეს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა