ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ვოლოდიმირ ზელენსკი - პარტნიორების წრე, რომლებიც მზად არიან, ერთად იმუშაონ, რომ რუსეთი დაისაჯოს აგრესიისთვის, ფართოვდება

ნახვები: 484 ვოლოდიმირ ზელენსკი - პარტნიორების წრე, რომლებიც მზად არიან, ერთად იმუშაონ, რომ რუსეთი დაისაჯოს აგრესიისთვის, ფართოვდება

პარტნიორების წრე, რომლებიც მზად არიან, ერთად იმუშაონ, რომ რუსეთი დაისაჯოს აგრესიისთვის, ფართოვდება, – ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ავსტრიის კანცლერთან და ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას, მან მათ მადლობა გადაუხადა, რომ მათი ქვეყნები შეუერთდნენ ჯგუფს, რომელიც მუშაობს რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე.

„პარტნიორების წრე, რომლებიც მზად არიან, ერთად იმუშაონ, რომ რუსეთი დაისაჯოს აგრესიისთვის, გარდაუვალად ფართოვდება და დასჯის პერსპექტივას სულს უფრო რეალურს ხდის. არ არის საკმარისი მხოლოდ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. საჭიროა ასევე სამართლიანი და კანონიერი სასჯელი ყველაზე თავდაპირველი დანაშაულისთვის, რომელმაც შვა ამ ომის ყველა სხვა დანაშაული. ამას უზრუნველყოფს სპეციალური ტრიბუნალი. ყოველდღე ჩვენ მის შექმნას ვაახლოებთ. სხვათა შორის, დღეს ეს საკითხი, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ჩვენი ერთობლივი მუშაობა, განიხილებოდა ლონდონში, ევროპის იუსტიციის მინისტრების კონფერენციაზე. კონფერენციის მონაწილეებს მივმართე და მოვუწოდე მათ, მხარი დაუჭირონ საერთაშორისო ძალისხმევის ყველა ელემენტს, რომ აგრესორი ნამდვილად დაისაჯოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ევროპელ პარტნიორებს საარტილერიო ჭურვების მიწოდების გადაწყვეტილებისთვის. მისი თქმით, ეს არის სტრატეგიული ნაბიჯი.

ამას გარდა, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ს სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტისთვის.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა