მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

„მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრებმა აქცია გამართეს

ნახვები: 617 „მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრებმა აქცია გამართეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში „მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრებმა აქცია გამართეს.

სტუდენტები ბაგების საერთო საცხოვრებელში პოლიციის თანამშრომლების შესვლასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან საჯარო გამოხმაურებას და აღნიშნული ქმედების დაგმობას მოითხოვენ.

,,მაისის სტუდენტური მოძრაობის” ლიდერის, საბა ქერქაძის განცხადებით, სტუდქალაქში შესვლის მთავარი მოტივი იყო ის, რომ სტუდენტებმა მომავალში პროტესტი შეწყვიტონ.

,,დღევანდელი აქცია 15-16 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში პოლიციის შესვლას უკავშირდება. ვაკის პოლიციის თანამშრომლებმა სტუდენტებს პირადი ინფორმაცია გამოართვეს. ეს ყველაფერი რეალურად უკავშირდება ბოლო ერთი წლის და კვირების განმავლობაში თბილისში განვითარებულ მოვლენებს და იმას, რომ სტუდენტები დიდი ხანია იმ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს აპროტესტებენ, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ბაგების სტუდქალაქში შესვლის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო ის საპროტესტო გამოსვლები, რომელიც თბილისში ჩატარდა.

გარკვეული თვალსაზრისით, ეს მესიჯი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ წინააღმდეგობა, რომელიც სტუდენტებში არსებობს მომავალში თუ გაგრძელდება, ისინი განსხვავებულ ნაბიჯებს გადადგამენ. იურიდიულ ნორმების დარღვევასთან ერთად, ეს პოლიტიკური აქტი იყო, რომელიც თითოეულმა სტუდენტმა კარგად გაიგო. შესაბამისად, ამ ადამიანების მთავარი მოტივი იყო ის, რომ თუ მომავალში სტუდენტები წინააღმდეგობას გააგრძელებენ, მაშინ მათ შესაბამისი პასუხი გაეცემათ.

უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია გვქონდა, მაგრამ ეს კომუნიკაცია ჩვენთვის მიუღებელი იყო. მათ გვითხრეს, რომ რაღაც წერილი შსს-ს გაუგზავნეს, მაგრამ რა სახის წერილია ან რა წერია ამ წერილში არავინ იცის”, - განაცხადა საბა ქერქაძემ.

აქციის მიმდინარეობისას ,,მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრებმა თსუ-ს რექტორის კაბინეტთან გადაინაცვლეს, სადაც მათი მოთხოვნები გააჟღერეს. მას შემდეგ რაც რექტორთან შეხვედრა მოითხოვეს, თსუ-ს რექტორი კაბინეტიდან გამოვიდა და სტუდენტებთან შეხვედრას დათანხმდა. 

მოგვიანებით,თსუ-ს რექტორს, ჯაბა სამუშიას და ,,მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრებს შორის შეხვედრაც გაიმართა.  

შეგახსენებთ, რომ მანამდე 21 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა. როგორც თსუ-ს განცხადებაში იყო ნათქვამი, 15-16 მარტს თსუ-ს სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელში ვაკის რაიონის მართლწესრიგის ოფიცრების მიერ მოსახლეთა გეგმური აღწერა განხორციელდა. განცხადების თანახმად, ,,გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნული შემოწმება სტუდენტების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და მიზნად ახალგაზრდების დაშინებას ისახავს, სიმართლეს არ შეესაბამება და მხოლოდ სტუდენტებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.”

მათივე ცნობით, თსუ-ს სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელში მართლწესრიგის ოფიცრების მიერ მოსახლეთა გეგმური აღწერა ყოველწლიურად ტარდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა