სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

ტეფლონის ბიძინა

31.08.2021 ნახვები: 1224

ჯერ კიდევ 10 თუ 15 წლის წინ დასავლეთში პუტინს „ტეფლონის პრეზიდენტი" დაარქვეს.
ამ შემთხვევაში იგულისხმება ამ საოცარი მასალის საყოველთაოდ ცნობილი თვისება - მასზე არაფერი არ მიიწვება და ჩვეულებრივ ტაფასთან შედარებით ის ყოველთვის ბევრად უფრო სუფთაა,
შესაძლოა, ეს შეფასება რეალისტურიც იყოს, თუმცა, ოდნავ გადაჭარბებულია - პუტინს ზურგს არა მხოლოდ საოცარი იღბალი და ბედისწერა, არამედ მსოფლიოს ბუნებრივი რესურსების 40% უმაგრებს - სწორედ ამ გზით მიღებული შემოსავლებით რუსეთის ხელისუფლება მასობრივი უკმაყოფილების თავიდან აცილებას ახერხებს.
ასევე, მის უკან 145-მილიონიანია ბირთვული სახელმწიფო დგას, რაც მას თავხედური საგარეო პოლიტიკის დაუსჯელად წარმოების საშუალებას აძლევს.
ასე რომ, პუტინის ძლევამოსილების და ხელშეუხებლობის საფუძველი მხოლოდ ნაწილობრივ არის ტეფლონის მშვენიერი თვისებები - დიდწილად მას ლოგიკური და ბუნებრივი მიზეზები აქვს.
დასავლეთში არ იცნობენ ნამდვილ ტეფლონის ადამიანს. რომელიც წესით უკვე დიდი ხნის წინ ქვეყნიდან გაძევებული უნდა იყოს, მაგრამ მშვიდად, აუღელვებლად, და სრულიად არაკომპეტენტურად განაგრძობს ქვეყნის მართვას.
მას არ გააჩნია ბუნებრივი რესურსები და მათი გაყიდვით მიღებული უზარმაზარი ფინანსები და მას მოსახლეობის უკმაყოფილების ფულით ჩახშობის საშუალება არა აქვს.
თუმცა, ამავე დროს ის არაა დიქტატორი, მის მმართველობას განსაკუთრებული სიმკაცრე არ ახასიათებს, ქვეყანაში აქტიურად მოქმედებენ ოპოზიცური ტელეკომპანიები, პოლიტიკური ველიც სრულიად თავისუფალია.
პოლიტიკური თავისუფლება ეკონომიკურ ჩამორჩენასთან და უნიჭო მენეჯმენტთან ერთად - წესით, ეს პანღურით გაგდების პირველი და ყველაზე ნაღდი რეცეპტია, თუმცა, ის არათუ ძალაუფლებას არ კარგავს, არამედ მესამე ვადაზეც გავიდა, და მეოთხეს იმედიც აქვს.
აი ამას ჰქვია ტეფლონი, ისეთი ხარისხის, რომ პუტინს არც დაესიზმრება....
წარმოუდგენლად უმართლებს ჩვენს ტეფლონის პერსონაჟს საერთაშორისო არენაზეც.
ის აკეთებს ყველაფერს, რასაც ჩათვლის საჭიროდ და არასდროს არაფრი გამო არ ისჯება.
ის აყალბებს არჩევნებს, კრიმინალებს იყენებს არჩევნებში მოსაგებად, ადმინისტრაციული აპარატი ფაქტიურად პრივატიზებული აქვს - და რა? არც არაფერი. ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები მის მომსახურე პერსონალს გულთბილად ესალმებიან და „სანდო მოკავშირეებს" უწოდებენ.
ცალკეული კონგრესმენების თუ ევროპარლამენტის დეპუტატების განრისხებული განცხადებები და წერილები მას სასაცილოდ არ ჰყოფნის - მნიშვნელოვანია არა ცალკეული პოლიტიკოსების, არამედ პოლიტიკური ინსტიტუტების აზრი. ისინი კი ხმას არ იღებენ.
ის ოპოზიციას და თავისუფალ ტელევიზიებს მუდმივი სტრესის მდგომარეობაში ამყოფებს, სისხლის სამართლის საქმეებს აღძრავს, პოლიტიკოსებს და მედია-მენეჯერებს დაუსრულებლად სასამართლოებში დაარბენიებს, ზოგჯერ ოპონენტებს იჭერს კიდეც - და რა? არც არაფერი.
მან ჩაიჯიბა ყველა საჯარო სტრუქტურა, კერძო საკუთრებად აქცია სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია... და მაინც არაფერი.
ის თავის თავს აძლევს უფლებას უარი თქვას საერთაშორისო შეთანხმებებზე. თუ ხედავს, რომ მათი შესრულებით შესაძლოა ძალაუფლება დაკარგოს... თუმცა, ყველაფერი ამის მიუხედავად, ის კვლავ რჩება „სანდო პარტნიორად"...
რაო, რაო? პუტინი ტეფლონისაა? როგორც ვირმა არ იცის ხურმა რა ხილია, ასევე პუტინი არ უწყის, რა არის ნამდვილი ტეფლონი...
ჩვენი მამა-მარჩენალი, მზეთა-მზე, ერთად-ერთი და განუმეორებელი ბატონიბიძინა - აი, ნამდვილი, წარმოუდგენელი, დაუჯერებელი ხარისხის ტეფლონის ადამიანი....
ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ნებისმიერი სხვა ლიდერი ან დიდი ხნის გადაგებული იქნებოდა საკუთარი მოსახლეობის მიერ, ან საერთაშორისო სანქციების გამო თავს სარდაფიდან ვერ ამოყოფდა. მაგრამ ამას უმართლებს.
უმართლებს იმიტომ, რომ ქვეყანაში არაბუნებრივად გაბერილ საბიუჯეტო სფეროში საჭიროზე ბევრად მეტი ადამიანი მუშაობს და ისინი, ნათესავებთან ერთად ხელისუფლებას ხმას ყველა შემთხვევაში აძლევენ - სულ რომ კაციჭამიები აღმოჩნდნენ ერთ მშვენიერ დღეს.
არ დაიჯეროთ, რომ მათ ამას აძალებენ - ეს სულ არ სჭირდებათ. იმდენად ეშინიათ, რომ, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ახალი ცოცხი მოვა და მათ სახლებში გაყრის, რომ საერთოდ არ აინტერესებს ვის აძლევენ ხმას. ხვალ რომ ბიძინამ წარადგინოს დეპუტატად იატაკის ჯოხი - მასაც აირჩევენ. იწუწუნებენ, უკმაყოფილებას გამოხატავენ, მაგრამ აირჩევენ.
ასევე ბიძინას უმართლებს, რომ მის გვერდითაა უცვლელი ამომრჩეველი - მოსახლეობის 10-15%, რომელის მიშას ზიზღის გამო ნებისმიერ, ყველაზე დამანგრეველ და საშიშ ძალას აირჩევენ...
ასევე მის მხარეზეა ამ ქვეყნის ყველა დამაქცეველი - ქურდები, ძველი ბიჭები, ფაშისტები, უსაქმურები, ე.წ. ტრადიციონალისტები...
თუმცა. მთელი ეს კონტინგენტი მას პანღურისგან მაინც ვერ გადაარჩენდა, რომ არა ბატონიბიძინას მთავარი უპირატესობა - მისი მოწინააღდეგეებს შორის სრული აპატია, უიმედობა, და ხელჩაქნეულობა.
მოსახლეობის უმრავლესობა ივანიშვილის არაკომპეტენტური, სოფლურ-ორღობე მმართველობის წინაამღეგია. მოსახლეობის ნორმალური, მოაზროვნე. და ადეკვატური ნაწილის უმრავლესობა - მით უმეტეს.
მაგრამ მათ უკვე არაფრის სჯერათ, იმედები გადაეწურათ და ფიქრობენ მხოლოდ ორ რამეზე - პირად წარმატებაზე და უცხოეთში წასვლაზე...
გამართლება და ტეფლონიც ხომ არას ჰქვია....
ბიძინას ტეფლონის ძალას ჩვენ უახლოეს დღეებშიც ვნახავთ - ქოცებმა თავხედურად უარი თქვეს ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე - ოღონდ არ აიღონ თავის თავზე მიშელის შეთანხმების შესრულება.
გაუგონარი თავხედობა. ერთი, არაფრის მაქნისი მილიარდერი, რომლის გასრესაც ევროპას ნეკა თითის ერთი წამიერი მოძრაობით შეუძლია, იმდენს ბედავს, რამდენსაც ძლევამოსილი ბირთვული იმპერიის მეფე.
შედეგი კი იქნება იგივე - არაფერი არ მხვდება. ბიძინა და მის უსაქმურების კოოპერატივს ესეც შერჩება.
აი ამას ჰქვია ტეფლონი...

ავტორი: თენგიზ აბლოთია

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა