მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

ჯოზეფ ბორელი - სი ძინპინის რუსეთში ვიზიტმა ბირთვული ომის შანსი შეამცირა

ნახვები: 426 ჯოზეფ ბორელი - სი ძინპინის რუსეთში ვიზიტმა ბირთვული ომის შანსი შეამცირა

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის რუსეთში ვიზიტმა ბირთვული ომის შანსი შეამცირა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით, სი ძინპინმა ძალიან ნათლად განუცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომ მან არ უნდა განათავსოს ბირთვული იარაღი.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ჩინეთის მიერ შემოთავაზებული კონფლიქტის გადაწყვეტა, რომელიც აშშ-მა უარყო, არ არის საკმარისი კონფლიქტის მოსაგვარებლად, მაგრამ ასევე არ არის მთლიანად მოსკოვისთვის სასარგებლო.

„პრეზიდენტს სურს, მინიმუმამდე დაიყვანოს რუსეთის სამხედრო ინტერვენციასთან ასოცირების რისკი. ისინი არ არიან ჩართული სამხედრო კუთხით და არ არის იმის ნიშანი, რომ მათ სურთ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა