ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის პრეზიდენტს არ ჰყავს მოკავშირეები, აშკარაა, რომ ჩინეთსაც კი, რომელიც დიდი ხანია, მხარს უჭერდა მოსკოვს, აღარ სურს რუსეთის მხარდაჭერა

ნახვები: 770 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის პრეზიდენტს არ ჰყავს მოკავშირეები, აშკარაა, რომ ჩინეთსაც კი, რომელიც დიდი ხანია, მხარს უჭერდა მოსკოვს, აღარ სურს რუსეთის მხარდაჭერა

ვლადიმერ პუტინი ინფორმაციულად იზოლირებული ადამიანია, რომელმაც ომის ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაფერი დაკარგა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, „ესოშიეთიდ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს არ ჰყავს მოკავშირეები და აშკარაა, რომ ჩინეთსაც კი – ეკონომიკურ ძალას, რომელიც დიდი ხანია, მხარს უჭერდა მოსკოვს, აღარ სურს რუსეთის მხარდაჭერა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პუტინის განცხადება ჩინეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტიდან მალევე, რომ ის ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გადაიტანს ბელარუსში, გამოწვეული იყო იმ ფაქტისგან, რომ ჩინეთის ლიდერის ვიზიტი კარგად არ წარიმართა.

ზელენსკის არ სჯერა, რომ რუსეთის ლიდერი მზად არის ბირთვული ბომბის გამოსაყენებლად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა