ევროკავშირი: ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს იურიდიული ძალა არ აქვს — რუსეთის ქმედებები უკანონო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებია
გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა — „დღეს გათავისუფლებას ნამდვილად არ ველოდებოდი“
საგარეო უწყება: ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოა და ვერ წარმოშობს საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა
კობახიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება — „ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია
კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა

ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას დიდი ფასი არ აქვს

ნახვები: 733 ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას დიდი ფასი არ აქვს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტმა ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებული კანონპროექტები ისე მიიღო, რომ ამაში არ იყო ჩართული „ნაცმოძრაობა“. კობახიძის თქმით, არ იცის, ბოლო ეტაპზე რა ფასი აქვს მათ ჩართულობას.

ამავდროულად, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობას დიდი ფასი არ აქვს, რადგან მათ შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ და კანონპროექტების მიღებასთან დაკავშირებულ პროცესებზე მიყოლას ვერ ახერხებენ.

„რეალურად, ორი რეკომენდაცია დარჩა გასათვალისწინებელი. შესაბამისი კანონპროექტები არის მიღებული. ისე მივიღეთ რეკომენდაციებთან დაკავშირებული ყველა კანონპროექტი, რომ ამაში არ იყო ჩართული „ნაცმოძრაობა“. ბოლო ეტაპზე რა ფასი აქვს მათ ჩართულობას, არ ვიცი. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რეალურად ისინი იქნებიან ქუჩაში, თუ პარლამენტში. მათ არც ქუჩის რესურსი აქვთ და არც პარლამენტის. პარლამენტის რესურსი არ აქვთ, პირველ რიგში, იმის გამო, რომ მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. არ აქვთ ელემენტარული უნარი, რომ ჩაერთონ კანონპროექტების განხილვაში და ა.შ. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო ცხოვრებაში მათ მონაწილეობას რაიმე დიდი ფასი არ აქვს. ხაბეიშვილის ინტელექტი იცით, გუბაზ სანიკიძის ინტელექტი იცით, სხვების ინტელექტი იცით, ხომ? ანუ, ინტელექტით ვერ ახერხებენ რეალურად მიყოლას იმ პროცესებზე, რაც კანონპროექტების მიღებასთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა