გოგი ჩახუნაშვილი - კლინიკური კვლევა მიმართული იყო იქით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო და ადამიანებს არ გართულებოდათ რაიმე
Air Defense Forces down 83 of 111 drones launched by Russia in evening attack on Ukraine
War update: over 200 combat engagements in 24 hrs, Pokrovsk under heaviest assault
Kremlin says no compromise reached with Americans on peace plan for Ukraine
Fuel depot destroyed in Russia's Tambov region – CPD
Russia's war casualty toll in Ukraine up by 910 over past day
Donetsk region remains main point of dispute in negotiations – Rubio
European Commission suggests way to provide Russian assets to Ukraine without risks for Belgium

ჟოზეფ ბორელი - ევროპა მზადაა, უკრაინის გამო ტაბუ დაარღვიოს

31.03.2023 ნახვები: 648

ევროკავშირი მზადაა, დაარღვიოს ტაბუ, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა Der Standard-ს განუცხადა.

"საკუთარი თავის დასაცავად და რუსი აგრესორის მოსაგერიებლად, უკრაინას არა მხოლოდ პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. უპირველეს ყოვლისა, მას სჭირდება იარაღი და საბრძოლო მასალა, რადგან იარაღი უსარგებლოა ჭურვების გარეშე", - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა აჩვენა, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ტაბუ დაარღვიოს.

”ევროკავშირმა აჩვენა, რომ ესმის, რაზეა საუბარი და რომ ის მზად არის, დაარღვიოს ტაბუ, საჭიროების შემთხვევაში. ერთი წლის წინ, ჩვენ დავაფინანსეთ ლეტალური სამხედრო ტექნიკის პირველი მიწოდება ქვეყანაში, რომელსაც თავს დაესხნენ. შემდეგ, შემოდგომაზე დავიწყეთ უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნები ჩვენს მიწაზე და ახლა კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს ვდგამთ: ერთად ვმუშაობთ, რათა უკრაინას მივაწოდოთ საბრძოლო მასალა, რომელიც მას ასე სჭირდება“, - განაცხადა ბორელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა