ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ლევან მურუსიძე - აშშ-ს საელჩოს აქვს გამალებული მცდელობა, მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება

ნახვები: 485 ლევან მურუსიძე - აშშ-ს საელჩოს აქვს გამალებული მცდელობა, მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება

აშშ-ს საელჩოს აქვს გამალებული მცდელობა, რომ მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება. მნიშვნელოვანი არ არის ლევან მურუსიძეს სანქცია ექნება თუ არ ექნება, მნიშვნელოვანია, საქართველომ არ დაკარგოს სუვერენიტეტი და აშშ-ის საელჩომ არ მიიტაცოს სასამართლო სისტემა, ეს სხვათა შორის, მარტო ჩვენ ქვეყანაში არ ხდება სხვა ქვეყანაშიც ხორციელდება, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც ლევან მურუსიძემ აღნიშნა, აშშ-ს უნდა სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება, ეს არის მესიჯი სასამართლო კორპუსის მიმართ.

„როგორც ქალბატონი კელი დეგნანი იძახდა, რომ ეს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი მრავალ გადაწყვეტილებაზე, მოსამართლეებს ეუბნებიან შემდეგს, ან მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენთვის არის მისაღები, ან ისე მოგექცევით, როგორც ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ლევან მურუსიძეს. ეს არის ზეწოლა. ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ რეალურად, კორუფციის ბრალდებით, რომელზეც არავითარი ბრალდება არ არსებობს და ვერავინ დაამტკიცებს, რომ კორუფციას აქვს მოცემულ მომენტში ადგილი, აქედან გამომდინარე, რჩება ის, რომ ხდება მართლმსაჯულების მიტაცება. ქალბატონმა ელჩმა ბრძანა, მართლმსაჯულება არ არის ღამე განხორციელებული ზარები და ქრთამის მიცემაო. მოსამართლე გამოვიდა ფაქტობრივად, ადრე მეფისნაცვალი იყო ჩვენთან, იყო პერიოდი. თუ ელჩმა იცის, რომ ღამის ზარებს ახორციელებს ლევან მურუსიძე, ე.ი. მისმენენ ტელეფონზე. ამიტომ, ვთხოვ ქალბატონ ელჩს, თუ ტელეფონზე მისმენენ და მას აქვს ინფორმაცია, რომ ღამის ზარებს ვახორციელებ, გამოაქვეყნოს რა ზარებს ვახორციელებ დღე იქნება თუ ღამე.

მთავარი ის კი არ არის სანქციას აშშ დაუწესებს თუ ევროკავშირი, ეს არის ჩემი პირადი პრობლემა. მე ამას თავს გავართმევ. მაგრამ მთავარი ის არის რომ გითხარით, აქ კორუფციაზე არ არის საუბარი. ვერავითარი მტკიცებულება ვერ იქნება წარმოდგენილი, რომ კორუფციას აქვს ადგილი. აშშ-ს საელჩოს აქვს გამალებული მცდელობა, რომ მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება. დანარჩენი არ არის მნიშვნელოვანი, ლევან მურუსიძეს სანქცია ექნება თუ არ ექნება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ არ დაკარგოს სუვერენიტეტი და აშშ-ის საელჩომ არ მიიტაცოს სასამართლო სისტემა, ეს სხვათა შორის, მარტო ჩვენს ქვეყანაში არ ხდება სხვა ქვეყანაშიც ხორციელდება“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა