ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

კელი დეგნანი - ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართული არიან კორუფციულ საქმიანობაში

ნახვები: 1146 კელი დეგნანი - ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართული არიან კორუფციულ საქმიანობაში

ლევან მურუსიძის რეაქცია, რაც ჩვენ ვნახეთ, არის ზედმეტად ემოციური, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა სასამართლო სისტემასთან, იუსტიციის სამინისტროსთან, - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „მთავართან“ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი მოსამართლე ლევან მურუსიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სასამართლო სისტემაში ჩარევის მტკიცებულებები აქვს.

როგორც დეგნანმა აღნიშნა, ოთხი მოსამართლე, რომელსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა, ხელს უშლის სხვა მოსამართლეებს სურვილში მართლმსაჯულება ჩარევის გარეშე აღასრულონ.

„სანქციები, რაც გამოცხადდა არის მათ წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულები არიან კორუფციულ საქმიანობაში და ხელს უშლიან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას. მათ ეკრძალებათ ამერიკაში შესვლა. ეს მოითხოვება ამერიკის კანონმდებლობით. ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართული არიან კორუფციულ საქმიანობაში, ეს იყო გადამწყვეტი და სწორედ ამიტომ, გუშინ, ეს სანქციები გამოცხადდა. ეს ნაბიჯები მიღებულია საქართველოს სურვილის მხარდასაჭერად, რომ ჰქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ეს არის პროცესის ნაწილი, რომელზეც საქართველო წლების განმავლობაში მუშაობდა და ამერიკა მხარს უჭერდა მას ამ ძალისხმევაში.

ამერიკა ხელისუფლებასთან 4 ტალღის რეფორმაზე ძალიან კარგად მუშაობდა. შთამბეჭდავი პროგრესიც მიიღწა. თუმცა ბოლო წლებში ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიტიკური ნების ნაკლებობა იყო, რომ შინაარსიანი რეფორმები გაგრძელებულიყო, განხორციელებულიყო, რაც სასამართლო სისტემას ნამდვილად გახდიდა დამოუკიდებელ და გამჭვირვალე ინსტიტუტს.

რეაქცია, რაც ჩვენ ვნახეთ, არის ზედმეტად ემოციური, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა სასამართლო სისტემასთან, იუსტიციის სამინისტროსთან. წლების განმავლობაში ვეხმარებით საქართველოს გააუმჯობესონ ეფექტურობა, მოსამართლეების ტექნიკური უნარები, ვმუშაობთ მოსამართლეებთან. ძალიან ბევრ მოსამართლეს შევხვედრივარ, ისინი არიან შრომისმოყვარეები, პროფესიონალები, კეთილსინდისიერები და ერთგულები, რომ შეასრულონ თავიანთი საქმიანობა, აღასრულონ მართლმსაჯულება ჩარევის გარეშე, მათ ეს სურთ და მათ ამის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ეს ოთხი ადამიანი, სპეციფიკურ ინფორმაციაზე დაფუძნებით, რაც ჩვენ გვქონდა, ხელს უშლიდნენ ამ მოსამართლეებს ამ თავის სურვილში. ეს არ არის პოლიტიკურ პარტიაზე, არც ზოგადად სასამართლო სისტემაზე, ან ყველა მოსამართლეზე, ეს არის ოთხ კონკრეტულ პირზე, რომლებიც ხელის შემშლელები იყვნენ. აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით ისინი ჩართულები იყვნენ კორუფციულ გარიგებებში და მათ არ აქვთ უფლება შემოვიდნენ აშშ-ში. რაც შეეხება კითხვას, ვინ შეიძლება იყოს შემდეგი, ჩვენ ჩვენს სანქციებს წინასწარ არ ვაანონსებთ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობს პარტნიორებსა და ხელისუფლებასთან კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ. მოსახლეობაში არ უნდა არსებობდეს კითხვები სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიკერძოებულობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

რაც შეეხება მმართველი პარტიის განცხადებას, რომ შესაძლოა, მომავალში დადგეს დრო სატელეფონო საუბრების გასაჯაროების, დეგნანის თქმით, მას არაფერი აქვს დასამალი.

„არ ვიცი რაზე საუბრობს, მე არაფერი მაქვს დასამალი. საუბრების მოსმენაზე ყველა ქართველი იქნება შეშფოთებული, იმიტომ, რომ მის სატელეფონო საუბრებს უსმენენ. მე არ ვიცი რაზე საუბრობს, თუმცა მე არაფერი მაქვს დასამალი“, - განაცხადა დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა