მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

ნიკა მელია - ყველა ვალდებულად თვლის თავს, 9 აპრილს იყოს რუსთაველზე

ნახვები: 452 ნიკა მელია - ყველა ვალდებულად თვლის თავს, 9 აპრილს იყოს რუსთაველზე

ყველა ვალდებულად თვლის თავს, 9 აპრილს იყოს რუსთაველის გამზირზე, შეძლებისდაგვარად, რომელ საათზეც მოუხერხდებათ. მინდა, მჯეროდეს, რომ ხვალ, დღის განმავლობაში, მათ შორის დანიშნული აქციის დროსაც, საზოგადოება მოახერხებს მონაწილეობის მიღებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნიკა მელია პარლამენტთან იმყოფებოდა, სადაც 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„ვფიქრობ, 9 აპრილი არის დღე, რომელსაც ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს მთელი კალენდარული წლის განმავლობაში. ეს არის, პრაქტიკულად, დღე, რომლის გარშემოც დიდწილად ერთიანდება საქართველოს მოსახლეობა. ყველაზე გამაერთიანებელი დღეა და, ბუნებრივია, ყველა ვალდებულად თვლის თავს, 9 აპრილს იყოს რუსთაველის გამზირზე, შეძლებისდაგვარად, რომელ საათზეც მოუხერხდებათ. მინდა, მჯეროდეს, რომ ხვალ, დღის განმავლობაში, მათ შორის დანიშნული აქციის დროსაც, საზოგადოება მოახერხებს მონაწილეობის მიღებას. ბევრი მივა 17:00 საათზე, ბევრი მივა 17:00 საათამდე, ამიტომ ზედმეტია კითხვები, შეიძლება თუ არა გქონდეს სურვილი, იყო რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს, რა თქმა უნდა – კი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა