გვარამია: ფონ დერ ლაიენმა საქართველო არც გაფართოების და არც შუა დერეფნის კონტექსტში ახსენა — პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
დათო გამცემლიძე „ნამახვანჰესზე“: 400-მილიონიანი კომპენსაცია ცალკე და ენგურჰესთან შესადარი გენერაცია — ცალკე
ფონ დერ ლაიენი: მალე წარვადგენთ სამოქმედო გეგმებს იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს
EU to launch new cooperation programs with Ukraine's defense industry – von der Leyen
Russian general who reported to Putin on capture of Kostiantynivka eliminated in Ukraine — “Madyar”
2027 draft budget: expenditures to rise 13.5%, international assistance needs estimated at $52.6 billion
Zelensky says ready to hold elections as soon as tomorrow, but several factors make it impossible
Russian military deaths could reach one million by year-end - Zelensky

სალომე ზურაბიშვილმა ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია ღირსების მედლებით დააჯილდოვა

ნახვები: 1123 სალომე ზურაბიშვილმა ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია ღირსების მედლებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის ნანა მახარაძე და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისთვის ნანა მალაშხია ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

„მინდა, მოვიწვიო ორი ადამიანი – ნანა მახარაძე, რომლის სურათი გასცდა საზღვრებს და მთელ მსოფლიოში მას იცნობენ, როგორც 9 აპრილის სახეს. მეორე, ნანა მალაშხია, რომელიც გახდა ევროპული მომავლის საქართველოს სახე და გავიდა საზღვრებს გარეთ. ამით დავანახეთ მსოფლიოს, რა არის საქართველო, რა უნდა საქართველოს და რა უნდათ ქართველ ქალებს.

მინდა, ვთქვა ისიც, რომ მათ დავაჯილდოებთ, მაგრამ ეს ჯილდო პერსონალური არ არის, ეს ეძღვნება 9 აპრილის ქალებს, ასევე ეძღვნება ყველა იმ ქალს, რომლებიც ამ და სხვა პერიოდში იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და საქართველოს მომავლისთვის“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა