ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

პენტაგონის საიდუმლო მასალები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის განვითარების ოთხ ვარიანტს შეიცავს

ნახვები: 486 პენტაგონის საიდუმლო მასალები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის განვითარების ოთხ ვარიანტს შეიცავს

ინტერნეტში გაჟონილი პენტაგონის საიდუმლო მასალები გაუთვალისწინებელ გარემოებებში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის განვითარების ოთხ ვარიანტს შეიცავს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, გაუთვალისწინებელი გარემოებები მოიცავს ჰიპოთეტურ სცენარებს, როგორებიცაა უკრაინის მიერ კრემლის დაბომბვა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიკვდილი და რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ხელმძღვანელობის მოხსნა.

„სცენარის დოკუმენტი საკმაოდ ტიპური პროდუქტია, რომელიც შექმნილია სადაზვერვო სააგენტოების მიერ. ის შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს სამხედრო ოფიცრებს, პოლიტიკოსებს ან კანონმდებლებს, იფიქრონ დიდი მოვლენების შესაძლო შედეგებზე, როდესაც ისინი აფასებენ თავიანთ ვარიანტებს“, – წერს ამერიკული გამოცემა.

გამოცემის თანახმად, დოკუმენტებში ოთხი ჰიპოთეტური სცენარიდან ერთ-ერთია, რა შეიძლება მოხდეს, თუ უკრაინა კრემლს დაარტყამს. იდენტიფიცირებულია პოტენციური შედეგების ფართო სპექტრი. როგორც გამოცემა წერს, ამ მოვლენას შეიძლება ესკალაცია მოჰყვეს, პუტინი უპასუხებს საზოგადოების პროტესტს სრულმასშტაბიანი სამხედრო მობილიზაციის წამოწყებით და ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების განხილვით ან, შესაძლოა, საზოგადოების შიშმა აიძულოს იგი, მოლაპარაკებაზე წავიდეს ომის დასრულების მიზნით.

„ბაიდენის ადმინისტრაცია განსაკუთრებით შეშფოთებულია უკრაინის მიერ მოსკოვზე შესაძლო დარტყმის გამო, რადგან, შესაძლოა, ამან გამოიწვიოს რუსეთის მხრიდან დრამატული ესკალაცია. უკრაინის მხრიდან ასეთი თავდასხმის საფრთხე არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აშშ-ს არ სურს კიევისთვის უფრო შორი რადიუსის რაკეტების მიწოდება“, – წერს „ნიუ იორკ თაიმსი“.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა