ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

„საგიჟეთიდან ვერ გამოვედით“ - იაგო ხვიჩია

ნახვები: 470 „საგიჟეთიდან ვერ გამოვედით“ - იაგო ხვიჩია

„გასულ წელსაც ვფიქრობდით, რომ არჩევნების შემდეგ დავისვენებდი, მაგრამ მეორე არჩევნები ისე მოვიდა, რომ საგიჟეთიდან ვერ გამოვედით", - განაცხადა დღეს, 10 სექტემბერს, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიას თქმით, სურს, რომ ყველაფერმა მშვიდად ჩაიაროს და არჩევნების შედეგები ქვეყნისთვის უკეთესი იყოს.

„იმედი მინდა მქონდეს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნების რეჟიმში არ ვიქნებით, რაც გასულ წელს იყო. გასულ წელსაც ვფიქრობდით, რომ არჩევნების შემდეგ დავისვენებდი, მაგრამ მეორე არჩევნები ისე მოვიდა, რომ საგიჟეთიდან ვერ გამოვედით. ახლა მინდა, რომ ეს დამთავრდეს. ისეთივე საგიჟეთის მოწყობას არ ვაპირებთ, რადგან ამის ენერგია არ გვაქვს. ჩემი კოლეგები დიდი პარტიიდან არიან, ჩვენ ცოტანი ვიყავით და ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნა სულ მოგვიწია", - განაცხადა ხვიჩიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა