სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა – გიორგი პატარიძემ თანამდებობა პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ დატოვა
Sybiha reacts ironically to idea of nominating Orbán for UN Secretary-General
Zelensky: Hegseth’s approval for Patriot missiles has been pending for nearly a month
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს

დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე ოთხი სარაკეტო და 41 საავიაციო დარტყმა განახორციელეს

ნახვები: 497 დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე ოთხი სარაკეტო და 41 საავიაციო დარტყმა განახორციელეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა ოთხი სარაკეტო და 41 საავიაციო დარტყმა განახორციელეს, 57-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან უკრაინული ჯარის პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. გენშტაბის ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაშავებულები.

როგორც გენშტაბში აცხადებენ, მტერი მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის, თუმცა განაგრძობს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარიინკის მიმართულებებზე. ფრონტის აღნიშნულ მონაკვეთებზე გასულ დღე-ღამეში უკრაინელებმა მტრის 70-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში კვლავ აბხმუტი და მარიინკა რჩებიან. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 14 დარტყმა განახორციელეს რუსეთის ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა